ევროკომისიამ უკრაინასა და EU-ს 5 ქვეყანას შორის მარცვლეულის საკითხზე შეთანხმებას მიაღწია

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ევროკომისიამ უკრაინის მეზობელ ევროკავშირის 5 ქვეყანასთან: პოლონეთთან, უნგრეთთან, რუმინეთთან, სლოვაკეთსა და ბულგარეთთან მარცვლეულისსაკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია.

ამის შესახებ ევროპული კომისიის ვიცეპრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმაTwitter-ზე განაცხადა. მისი განმარტებით, ევროკომისიამ "პრინციპულ შეთანხმებას" მიაღწია.

შეთანხმების თანახმად,  4 პროდუქტის: ხორბლის, სიმინდის, რაფსისა დამზესუმზირას მიმართ მიღებული იქნება "განსაკუთრებული დაცვის ზომები". ვიცეპრეზიდენტს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია. გარდა ამისაპოლონელი, უნგრელი, სლოვაკი, ბულგარელი და რუმინელი ფერმერებისთვის, რომელთაცუკრაინული მარცვლეულის შემოდინების შედეგად ზარალი მიადგათ, გამოიყოფა 100 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება.

შეთანხმებას გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენიდა თქვა, რომ ის ამ შედეგს მიესალმება.