სმენას იმპლანტის გარეშე აღადგენენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბიოტექნოლოგიური კომპანია - Frequency Therapeutics, ცდილობს, სმენა აღუდგინოს ადამიანებს, ოღონდ სმენის აპარატებისა და იმპლანტების გარეშე. სპეციალისტები ამას რეგენერაციული თერაპიის ახალი სახეობით აპირებენ. კომპანია უჯრედების დასაპროგრამებლად მცირე მოლეკულებს იყენებს - შიდა ყურის ღეროვანი უჯრედების შთამომავლებს, რომლისგანაც მომცრო უჯრედები იქმნება - სწორედ ისინი გვაძლევენ მოსმენის საშუალებას. ეს უჯრედები მაღალი ხმების ან წამლების ზემოქმედებით კვდებიან. პრეპარატი, რომელიც კომპანიამ შეიმუშავა, ამ უჯრედების აღსადგენად ყურში შეჰყავთ. კლინიკური ცდებისას, ახალი მეთოდით უკვე შეძლეს პაციენტებისთვის სმენის გაუმჯობესება.