დღეგრძელობის საიდუმლო ტეკილაშია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ასეთ დასკვნას ამერიკელი ხანდაზმული ქალბატონი, მერი ფლიპსი აკეთებს, რომელსაც ცოტა ხნის წინ, 101 წელი შეუსრულდა. მისი აზრით, ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრება... ტეკილას დამსახურებაა. 15 წლის ასაკში, მერიმ ოჯახის ყველა წევრი დაკარგა. 18 წლისა, საცხოვრებლად ჩიკაგოდან მექსიკაში გადავიდა და ტეკილასაც სწორედ იქ დაუმეგობრდა. 1921 წელს დაბადებული ფლიპსი ისეთ მოვლენებს მოესწრო, როგორებიცაა დიდი ამერიკული დეპრესია, რამდენიმე ომი, ადამიანის მთვარეზე გაფრენა და ტექნოლოგიური რევოლუცია. მერიმ აღზარდა ექვსი შვილი, მექსიკიდან ისევ სამშობლოში დაბრუნდა და მხატვარი გახდა. 101 წლის იუბილე ქალმა ოჯახის წევრებთან ერთად აღნიშნა და მათთან ერთად ისე იმხიარულა, მაგიდაზე ცეკვის სურვილიც კი გაუჩნდა. იქნებ, იცეკვა კიდეც, ჭიქა ტეკილას შემდეგ...