ყველაზე მძიმე დღე სამშაბათია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

გავრცელებული მოსაზრება, რომ „ორშაბათი მძიმე დღეა“, როგორც ჩანს, მცდარია. ბრიტანელმა სწავლულებმა ცოტა ხნის წინ განაცხადეს, რომ სწორედ ორშაბათ დღეს, დაახლოებით, დილის 10.00 საათზე, ადამიანების უმრავლესობა მაღალ შრომისუნარიანობასა და ტვინის აქტიურობას ავლენს. ამას ხელს უწყობს დასვენების დღეები, რაც „გადატვირთვის“ საშუალებას იძლევა. ასეთი პიკის შემდეგ, ყურადღების კონცენტრაცია და შრომის პროდუქტიულობა თანდათან იკლებს და უკვე სამშაბათს, 16.00 საათზე, ეს მაჩვენებელი მინიმუმს აღწევს. ამიტომ, სწავლულები დაბეჯითებით გვირჩევენ, ორშაბათ დილას დავგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რაც ყურადღებასა და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. სამშაბათის მეორე ნახევარი კი, შეგვიძლია, სამართლიანად მივიჩნიოთ სამუშაო კვირის ყველაზე მძიმე პერიოდად. თუმცა, თუ კვირის ყველა დღე მაინც მძიმე და დაძაბული გელით, შეგიძლიათ, შეეცადოთ საკუთარი ტვინის გააქტიურებას. სპეციალისტებმა რამდენიმე პუნქტიც კი გამოყვეს, რომელთა გამოყენებითაც შეიძლება მნიშვნელოვნად გავააქტიუროთ ტვინის მუშაობა. პირველ რიგში, ტვინს კოფეინი და ტეანინი ესაჭიროება. ეს ნივთიერებები მის სტიმულირებას ახდენენ და ხელს უწყობენ მნიშვნელოვანი ინფორმაციის დამახსოვრების პროცესს. თუმცა, თუ დღის განმავლობაში, რამდენიმე ფინჯან ყავას მიირთმევთ, შესაძლოა, ამით ნერვოზი და შფოთიანობა მოიმატოთ და არასასურველი ეფექტი მიიღოთ. ტეანინი - ეს ამინომჟავაა, რომელიც ამცირებს ფორიაქის შეგრძნებას. ამიტომ, ოპტიმალური „საოფისე“ სასმელი მწვანე ან შავი ჩაია, რომელშიც კოფეინისა და ტეანინის ადამიანისთვის ოპტიმალური კომბინაციაა.