ნაბახუსევის მუზეუმი გახსნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, მსოფლიოში პირველი, ნაბახუსევის მუზეუმი მუშაობს. ამ უჩვეულო ადგილის სტუმრებს შეუძლიათ, შეიტყონ რეალური ისტორიები, რაც ალკოჰოლის მიღების შემდგომ მდგომარეობას უკავშირდება. დამთვალიერებელს შეუძლია, ნაბახუსევთან დაკავშირებული საკუთარი ამბებიც მოყვეს, ნახოს უჩვეულო ექსპონატები, ასევე, შეამოწმოს რეფლექსები, თუკი სიმთვრალის ეფექტის მქონე სათვალეს გაიკეთებს. როგორც ამ დაწესებულების ორგანიზატორები ამბობენ, ნაბახუსევის მუზეუმის ძირითადი მიზანია, მეტი ინფორმაცია მისცენ ადამიანებს ალკოჰოლური სასმელების მოხმარების ნეგატიური შედეგების შესახებ. მუზეუმში შესვლა უფასოა, თუკი „სიმთვრალის სათვალეს“ გაიკეთებთ და სამიზნეს ისარს „ცხრიანში“ გაარტყამთ. დანარჩენებისთვის შესვლა 4 ევრო ღირს.