ყველაზე სულელური სასამართლო სარჩელები

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბოლო დროს, მსოფლიოში სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს გამდიდრების ახალი ფორმა - ადამიანებს მრავალმილიონიანი სარჩელები შეაქვთ მსხვილი თუ მცირე კომპანიების, ტელევიზიების, პრესის წინააღმდეგ. ზოგიერთებმა, ლამის უფალ ღმერთსაც კი უჩივლეს. საქმის აღძვრის მიზეზი, შესაძლოა, სულაც თითიდან გამოწოვილი იყოს. ზოგიერთ ასეთ სარჩელს ახლა გაგაცნობთ.

პენსილვანის ქალაქ ქალაქ ჟანეტში მცხოვრებ პატრისია ფრენკჰაუზერს ძალიან უყვარდა ყურსასმენებით მუსიკის მოსმენა და რკინიგზაზე სეირნობა. ერთ-ერთი ასეთი სეირნობისას, ქალს მატარებელი დაეჯახა. პატრისიას გაუმართლა და გადარჩა. საავადმყოფოდან გამოსულმა კი სარკინიგზო კომპანიას უჩივლა - არსად იდგა გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ რკინიგზაზე მატარებლები მოძრაობენო.

35 წლის ავსტრალიელმა ქალმა ბუნებრივი მოთხოვნილება ვერანდაზე დაიკმაყოფილა და უბედურებაც ამ დროს შეემთხვა. საქმროსთან სტუმრად მყოფმა ქალმა დალია და ტუალეტში წასვლას, ვერანდაზე გასვლა ამჯობინა, რომელსაც გარშემო მოაჯირი არ ჰქონდა. ბუნებრივი მოთხოვნილების დაკლმაყოფილებისას, უკანალმა გადაწონა, ქალი ძირს ჩავარდა და ღობეს დაეცა. შედეგად კი სწორი ნაწლავის, ინტიმური ადგილებისა და შარდის ბუშტის მძიმე ტრავმები მიიღო. კლინიკიდან გამოსულმა ქალმა უკვე ყოფილ საქმროს უჩივლა - ვერანდა ცუდად იყო განათებული და არც მოაჯირი ჰქონდაო.

ამერიკაში, სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლემ გაკვეთილზე გართობა გადაწყვიტა - ორი მავთული აიღო და მკერდზე მიიერთა, ბოლოები კი მისმა მეგობარმა, მისივე თანხმობით, დენში შეაერთა. ძაბვამ ბიჭი არ მოკლა, მაგრამ მის ორგანიზმს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, დაუზიანდა თავის ტვინი (თუ ასეთი ჰქონდა საერთოდ). ამ „ჭკვიანი“ ბიჭის მშობლებმა კი სასამართლოში მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციას უჩივლეს - მათ მოსწავლე არ გააფრთხილეს, რომ ფიზიკის კაბინეტში არსებული ელექტრო-მოწყობილობები მას საფრთხეს უქადდა.

ერთმა რუმინელმა პენსიონერმა ბუქრესტიდან, ჟორჟი ვიციანუმ გადაწყვიტა, ესარგებლა მომსახურებით „სექსი ტელეფონით“. თუმცა, ამ სატელეფონო მეძავების საუბრები იმდენად მოსაწყენი აღმოჩნდა, რომ მოხუცს მათი მოსმენისას ჩაეძინა. გოგონები კი დროს ტყუილად არ კარგავდნენ და ყურმილთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. შედეგად, ბატონ ვიციანუსს 1425 დოლარის გადასახადი მიუვიდა - ეს ზუსტად მის წლიურ პენსიას შეადგენდა. გაოგნებულმა მოხუცმა სასმართლოს მიმართა, მაგრამ იქ მას დავალიანების გადახდა დააკისრეს. თუმცა, თანხის იგივე ოდენობით სექს-ტელეფონის მფლობელებიც დააჯარიმეს - „უხარისხო“ მომსახურებისთვის.

კიდევ ერთმა ქალბატონმა 10-მეტრიანი ტრაილერი, „სახლი ბორბლებზე“ შეიძინა და პირველ დამოუკიდებელ მოგზაურობაში გაემგზავრა. შოსეზე მოძრაობისას, მან კრუიზ-კონტროლი (ავტო-პოლიტის მსგავსი) ჩართო და თავად „სახლის“ სამზარეულოში გავიდა სენდვიჩების მოსამზადებლად. ტრაილერი, რასაკვირველია, გზიდან გადავიდა, ხეს შეეჯახა და ამოყირავდა. მიუხედავად საკუთარი უგუნურებისა, ქალმა მანქანის მწარმოებელს უჩივლა - ექსპლუატაციის სახელმძღვანელოში არაფერი წერია იმის შესახებ, რომ კრუიზ-კონტროლის ჩართვისას, საჭე არ უნდა მიატოვოო. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ამ იდიოტის მხარე დაიჭირა და კომპანიას მილიონ 750 ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ავტომწარმოებელმაც სასწრაფოდ შეიტანა ექსპლოატაციის სახელმძღვანელოში შესწორება, რადგან სასამართლომ ქალს ახალი „სახლი ბორბლებზე“ მიაკუთვნა.

ერთი ილინოისელი ადვოკატის შვილებმა - 23 წლის ვაჟმა და 20 წლის ქალიშვილმა, მამის წაქეზებით, საკუთარი დედის წინააღმდეგ შეიტანეს სასამართლოში სარჩელი და ის დედობრივი მოვალეობების არასაკმარისად შესრულებაში დაადანაშაულეს. გაინტერესებთ, რა წერია სარჩელში? მაგალითად, დედამ ბიჭს მისალოცი ბარათი გაუგზავნა, მაგრამ ცოტა სახარჯი ფული აღარ გაიმეტა; დედა ქალიშვილს წაეჩხუბა საღამოს კაბის მაღალი ფასის გამო და აიძულა, ის მაღაზიაში დაებრუნებინა; დედამ საცეკვაოდ წასული ქალიშვილი აიძულა, რომ ღამის კლუბიდან შუაღამემდე დაბრუნებულიყო... ეს „მორალური ზიანი“ შვილებმა მოკრძალებულად - 1.5 მილიონ დოლარად შეაფასეს. ამ „საწყალ და ღარიბ“ ბავშვებს, რომლებიც დედის მხრიდან ასეთ „საშინელ“ ძალადობას განიცდიდნენ, მამის გარდა, სასამართლოში კიდევ ორი ადვოკატი იცავდა. საბედნიეროდ, თემიდა გონიერი აღმოჩნდა და ეს უაზრო სარჩელი წარმოებაშიც კი არ მიიღო.

27 წლის ამერიკელი მამაკაცი ავარიაში მოყვა - მის მანქანას უკნიდან მძიმეტონიანი სატვირთო დაეჯახა. საბედნიეროდ, ახალგაზრდას უმნიშვნელო ტრავმები აღმოაჩნდა და ინციდენტში მონაწილეებიც ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ, ფინანსური მხარე კი სადაზღვევო კომპანიებს მიანდეს. თუმცა, ოთხი წლის შემდეგ, მამაკაცმა სასამართლოს მიმართა და სატვირთოს მძღოლს უჩივლა. განცხადებაში ამერიკელი წერდა, რომ ავარიამ მისი პიროვნება შეცვალა - ის გეი გახდა. მას ცოლთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა, რადგან ინტიმურ ურთიერთობას ვეღარ ახერხებდა. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, მშობლებთან გადავიდა საცხოვრებლად, გეი-ბარებში დაიწყო სიარული და ჰომოსექსუალურმა ლიტერატურამ გაიტაცა. ვერდიქტი გაინტერესებთ? სასამართლომ ამ ახალგაზრდის მხარე დაიჭირა და სატვირთოს მძღოლს 200 ათასი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.