დაუჯერებელი ამბავი - „ადიდასი“ ბუნდესნაკრებს აღარ შემოსავს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზუსტად 100 წლის წინ, 1924 წელს, ადოლფ დასლერმა დააარსა კომპანია, რომელიც დღემდე სპორტის სამყაროში ალბათ მთავარი ბრენდია. დამაარსებელმა კომპანიას თავისის სახელისა და გვარის პირველი სამი ასოსგან შემდგარი სახელი - „ადიდასი“ (მეგობრები და ოჯახის წევრები ჰერ ადოლფს „ადი“-ს ეძახდნენ) დაარქვა და მას შმედეგ, ეს კო0მპანია იზრდება, ვითარდება, მის სახელს უკავშირდება მთავარი - უმაღლესი ხარისხი. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ პრაქტიკულად ყველა გერმანულ ნაკრებსა თუ კლუბს, სწორედ „ადიდასი“ მისავს და რაღა თქმა უნდა, ქვეყნის უპირველეს, გერმანიის საფეხბურთო ნაკრებს 1954 წლიდან, სწორედ „ადიდასის“ ემბლებით დამშვენებული მაისურები და ტრუსები აცვია. ახლა კი... ახლა ასე აღარ იქნება, გერმანიის საფეხბურთო კავშრმა განაცხადა, რომ მათ უკეთესი პირობა ამერიკულმა „ნაიკმა“ შესთავაზა და ამიტომ, 2027 წლიდან, ანუ როცა „ადიდასთან“ მოქმედი ხელშეკრულება ამოიწურება, გერმანიის ეროვნული და ზოგადად, ყველა ასაკობრივი ნაკრები, „ნაიკით“ შეიმოსება. ხელშეკრულება 2034 წლამდეა დადებული და...

„ადიდასი“ არამარტონაკრების, არამედ ქვეყნის სიმბოლოა და საფეხბურთო კავშირი დათმობაზე უნდა ასულიყო“,-ასეთია საყოველთაო აზრი, მაგრამ, როცა საქმე რამდენიმე ათეულ მილიონს შეეხო, „ქვეყანა და სიმბოლო“ ჩვეულებრივ სიტყვებად იქცა.