104 ახალი სტატია

სპილბერგმა ცნობილი მიუზიკლი გააცოცხლა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

წელს დაგეგმილ კინოპრემიერებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული პროექტია სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი - West Side Story („ვესტსაიდური ამბავი“). ამჯერად, ცნობილი რეჟისორი ერთგულ მაყურებელს მასშტაბურ მიუზიკლს შესთავაზებს - მან 1957 წლის ბროდვეის ცნობილი სპექტაკლი, ეკრანებზე, ხელახლა გააცოცხლა. ამ სახელგანთქმული წარმოდგენის პირველი ეკრანიზაცია 1961 წელს გამოვიდა. ჯერომი რობინსმა და რობერტ უაიზმა, ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღეს, რომელმაც ათი „ოსკარი“ მოიპოვა. „ვესტსაიდური ამბავი“, ერთდროულად, სასიყვარულო და კრიმინალური ისტორიაა, რომელიც მთლიანად ახალგაზრდების ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. მთავარ როლებს ენსელ ელგორტი (ტონი) და რეიჩელ ზეგლერი (მარია) - ნიუჯერსელი უფროსკლასელი ასრულებენ. მიუზიკლის პრემიერა, კორონავირუსის პანდემიის გამო, შარშან, საშობაოდ უნდა შემდგარიყო, თუმცა ერთი წლით გადაიდო და მაყურებელი მას დეკემბერში იხილავს.