აპირებენ თუ არა დასვენებას ხალხმრავალ კურორტებზე მძიმე კოვიდპანდემიის ფონზე? - გამოკითხვა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მსოფლიოში კოვიდსიტუაცია დღითიდღე მძიმდება. სხვა ქვეყნებთან ერთად მძიმე სიტუაციაა საქართველოშიც, კორონავირუსით დაინფიცირების რიცხვი დღითიდღე იზრდება. საქართველოში კორონარეგულაციები, ჯერჯერობით, არ დაწესებულა და შეზღუდვები მხოლოდ რეკომენდაციის სახისაა. მიუხედავად კოვიდპანდემისაა, ადამიანების გარკვეული ნაწილი მაინც ცდილობს, დაუბრუნდეს ცხოვრების ძველ რიტმს და წავიდნენ დასასვენებლად კურორტებზე, იარონ ხალხმრავალ ადგილებში, გაერთონ მეგობრებთან ერთად და არ შეუშინდნენ პანდემიას. თუმცა, არის მეორე კატეგორიაც - ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მაქსიმალურად დაიცვან თავი და დარჩნენ სახლში. იმის გასარკვევად, თუ რას ფიქრობს ხალხი და აპირებს თუ არა დასასვენებლად ხალხმრავალ კურორტებზე გამგზავრებას პანდემიის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად,ჩვენ ჩავატარეთ  გამოკითხა:

 

გვანცა 28 წლის - ვაპირებდი ზღვაზე წასვლას, მაგრამ გამწვავებული კოვიდვითარებიდან გამომდინარე გადავფიქირე, რადგან კოვიდ შემთხვევებმა ძალიან იმატა.

მაია 28 წლის- ზღვაზე ვარ მთელი სეზონი, თუ რეგულაციებს და წესებს დაიცავთ, არ დაინფიცირდებით. შეგიძლიათ, ქალაქგარეთ იქირაოთ ისეთი ადგილები, სადაც ხალხმრავლობა არაა, რეკომენდაციებს დაიცავთ და დაისვენებთ მშვიდად.

სალომე 22 წლის - ვაპირებ, რადგან არ ვიცი, ეს სიტუაცია როდემდე გაგრძელდება. არავინ იცის, როდის დასრულდება კოვიდპანდემია და შეზღუდვები. ვფიქრობ, დასვენებას შევძლებ ისე, რომ თავი დავიცვა ასე თუ ისე.

გიორგი 30 წლის - წინა ზაფხულს თავი შევიკავე, არსად წავსულვარ და ამოვიხუთე ქალაქში. ახლა კი ვფიქრობ, წავიდე და შეძლებისდაგვარად დავიცვა თავი, თუმცა დასვენება ახლა ყველას სჭირდება.

თამილა 40 წლის - ერთი დოზით აცრილი ვარ, მაგრამ მაინც თავს ვიკავებ, სახლში მოხუცი მშობლები მყავს და არ მინდა, რამე მივუტანო.

სოფო 35 წლის - ძალიან მინდა, თუმცა ორი პატარა მყავს და მათთან ერთად კურორტზე, ხალხმრავალ ადგილას დასვენებას ვერ შევძლებ.

აზია 52 წლის - ასე თუ გაგრძელდება, ამოვიხოცებით, საშინელი მდგომარეობაა და ვფიქრობ, ყველამ თავი უნდა შევიკავოთ ყველანაირ ხალხმრავალ ადგილებში სიარულისგან.

დათო 30 წლის- მივდივარ. ვიცი, რომ ცუდი სიტუაციაა, თუმცა თბილისში ვარ და აქაც არანაკლებია მდგომარეობაა, დავისვენებ და დარწმუნებული ვარ ,იქ უფრო შევძლებ სიტუაციის კონტროლს, ვიდრე აქ. საგიჟეთია ყველგან.

 

ავტორი: სალომე ნოზაძე