56 ახალი სტატია

უფასო სასმელი - წონის მიხედვით

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დუბაიში მდებარე ბარში Fusion Club, უჩვეულო აქცია დაიწყო - დაწესებულება მანდილოსნებს უფასო სასმელს სთავაზობს, რომლის რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, რამდენს იწონის მშვენიერი სქესის წარმომადგენელი. წონის ყოველ კილოგრამზე, მანდილოსანი იღებს ერთ დირჰამს (1 დოლარი - 3.67 დირჰამი). ამგვარად, რაც უფრო მეტს იწონის ქალი, მით მეტ თანხას იღებს და შესაბამისად - სასმელსაც. კლიენტებს საკუთარი წონის დაფიქსირება ბარის შესასვლელთან შეუძლიათ, ანდა ფურცელზე  უნდა დაწერონ და ბარმენს მისცენ. განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ დაწესებულების თანამშრომლები სრულად ენდობიან კლიენტ ქალბატონებს და მათ სასწორზე შედგომას არ აძალებენ. აქცია სასმელების მთელ ასორტიმენტზე ვრცელდება და ის წლის ბოლომდე გაგრძელდება.