როგორ მოხვდა აკრძალული ნივთიერება მოსკოვიდან დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პატიმრის დღიური

 

აფეთქება ქორწილში

 

ბათო ჯაფარიძე

 

ასაფეთქებელი ნივთიერებების საწყობები თუ ქიმიური ლაბორატორიები ყოველთვის უმკაცრესად კონტროლდებოდა, განსაკუთრებით,საბჭოთა კავშირის დროს, როცა რეალურად არავინ იცოდა, რას ისთვის აკეთებდნენ. ყველაფერიეს, მართლაც, ძლევამოსილი და საბჭოეთში ყველაზე გამართული სტრუქტირის - „კა გე ბე“-პატრონაჟის ქვეშ იყო და ამიტომ, თუ სადმე, რამე აფეთქდებოდა, არა მარტო იმ რესპუბლიკის უშიშროების სამსახური დგებოდა ფეხზე, არამედ, მთელი საბჭოთა კავშირის სისტემა ერთვებოდა, რადგან „კა გე ბე“- ყველგან უცხოური აგენტურა, ასევე, დივერსანტები ელანდებოდა. ჰოდა, საქართველოს ერთ-ერთი მიყრუებული სოფელი უშიშროების ინტერესში მას შემდეგ მოექცა, რაცქორწილში, სტუმრების გასართობად, ერთ-ერთმა ნასვამმა ადგილობრივმა სახლიდან რაღაც ყუთი გამოიტანა,  სუფრიდან მოშორებით დადო და... აფეთქების ხმამ არე-მარე გააყრუა, სახლების მინები  ჩაიმსხვრა, თავად მამაკაცი კი ნაფლეთებად იქცა. ქორწილში მყოფმა უბნის რწმუნებულმა ივარგა და შემთხვევის ადგილს არავინ გააკარა, ადგილზე მისულმა ექსპერტებმა კი უშიშროების თანამშრომლები გამოიძახეს, რადგან ნივთერება, რომელიც აფეთქდა, ვერც ფერით, ვერ სუნით ვერ იგრძნეს ანუ საიდუმლო ობიექტიდან იყო შეტანილი.

 

ქართული უშიშროების თანამშრომლები საქმეს და ნივთიერებას დეტალურად კი სწავლობდნენ, მაგრამჩიხშ შევიდნენ - ასაფეთქებელი ნივთერება მათთვისაც უცხო იყო და ამიტომ, მოსკოვს დაუკავშირდნენ, საიდანაც ექსპერტთა ჯგუფი სპეციალური რეისით გადმოაფრინეს. როდესაც ადგილზე ჩამოსულებმა ნივთიერების ანალიზი ჩაატარეს, მაშნვე მოსკოვს უპატაკეს, რომ აღნიშნულნივთიერება ერთადერთ დახურულ ობიექტზე წარმოებმემ და ინახავნენ. ეს ობიექი კი... ლამის, შუაგულ მოსკოვში იყო. აი, ვის შეიძლებოდა იქიდან რამე გაეტანა, წარმოდგენა არავის ჰქონდა, რადგან ობიექტს სამი დამცავი ზღუდე ჰქონდა და თანამშრომლებს ჯერ თავდაცვის სამინისტროს ხალხი ჩხრეკდა, შემდეგ შინაგან სამინისტროს წარმომადგენლები აკონტროლებდნენ, ბოლოს კი ჩხრეკას უშიშროების თანამშრომლები ახორციელებდნენ ანუ მას, ვისაც ასაფეთქებელი ნივთიერება უნდა გაეტანა, ეს ამი ბარიერი უნდა გაევლო, რაც წარმოუდგენელი გახლდათ. ასევე,გამორიცხული იყო ობიექტის ღობეზე რამეს გადაგდება, რადგან  პირველი ზღუდე  8-მეტრიანიკედელი გახლდათ, რომლის შემდეგაც ოთხმეტრიანი მავთულ-ღობე იყო, სადაც მუდმივად მორიგეობდნენ ჯარისკაცები და იყო მესამე ზღუდეც, მავთულხლართით შემოსაზღვრული 6-მეტრიანი კედელი. პირველ და მესამე კედელს შორის დაშრება, დაახლოებით, 40 მეტრი გახლდათ ანუ ვიღაცას ძალიან უნდა მოენდომებინა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება ამ მანძილზე ესროლა, ესროლა ისე, რომ არავის შეემჩნია და შემდეგ, გარეთ გასული, ღობეს მიახლოვებოდა. რაც თავარია, არ უნდა შეემჩნიათ გუშაგებს, ეს ნივთიერება უნდა აეღო და წაეღო. ამის განხორციელება თეორიულადაც კი წარმოუდგენელი ჩანდა. გამოდიოდა, ვიღაცას ყველაფერი მანქანით ან საკუთარი სხეულით გამოჰქონდა, მაგრამ თანამშრომლები რენტგენსაც გადიოდნენ და ესეც არარეალური იყო. ჰო, ყველაფერამას იქ მომუშავეები რამდენიმე მიზეზის გამო იტანდნენ - პირველი ის გახლდათ, რომ ხელფასი 1000მანეთიდან იწყებოდა, რაც მაშინ კოლოსალური თანხა იყო (შედარებისთვის, ჩვეულებრივი ინჟინრის ხელფასი 180 მანეთს შეადგენდა), მეორე - თანამშრომლებს ჰქონდათ უფასო საგზურები საბჭოთა კავშირის საუკეთესო კურორტებზე, ურიგოდ იღებდნენ ბინებს, მანქანებს, კვების ტალონებს, თუმცა ყველა მათგანმა ზუსტად იცოდა, რომ ცხოვრების ბოლომდე აკრძალული ჰქონდათ ნებისმიერი მოტივით ქვეყნის დატოვება და ისინი ამაზეც თანახმა იყვნენ.

რუსმა კრიმინალისტებმა  დაღუპული მამაკაცის სახლი გაჩხრიკეს და მართალია, მცირე ოდენობით, მაგრამ მათთვის საინტერესო ფხვნილი აღმოაჩინეს. კაცი მარტო ცხოვრობდა, არც ცოლი ჰყავდა და არც - შვილი, თუმცა მეზობლებმა გაიხსენეს, რომ დაახლოებით, ორი თვის წინ, რუსეთიდან ჯარის მეგობარი ესტუმრა და ორი კვირა დარჩა. ერთ საათში, სამართალდამცავები მის პირად საქმეს ათვალიერებდნენ, მოსკოვში კი ჯარის შემადგენლობას სწავლობდნენ. დამთხვევა მალე მონახეს - დახურული ობიექტის ერთ-ერთი დაცვის წევრი, სწორედ გარდაცვლილ მამაკაცთან მსახურობდა. გადაამოწმეს და ისიც გაარკვიეს, რომ ზუსტად ეს კაცი იმყოფებოდა საქართველოში მაშინ, როცა დაღუპულს, მეზობლების თქმით, ჯარის ამხანაგი სტუმრობდა. ახლა, მთავარი იყო, ის დაეკავებინათ და რაც მთავარია, მას ეთქვა, საიდან და რა გზებით გაჰქონდა საგულდაგულოდ კონტროლირებადი ობიექტიდან ასაფეთქებელი ნივთიერება. როგორც აღმოს, ეჭვმიტანილის დაკავება არცთუ იოლი იყო. ჯერ ერთ, მას საქართველო არ ჰქონდა დატოვებული (აეროპორტისა და სარკინიგზო სიებში არ იძებნებოდა) და მეორეც, საკუთარი სახლის მისამართზე მოსკოვში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, არავის ენახა. სამსახურიდან კი...გათავისუფლების თხოვნით განცხადება ჰქონდა დატოვებული და აღარც კი მოიკითხა, დაუკმაყოფილეს თუ არა, ერთ დღეს წავიდა და გაქრა.

ყველა ლოგიკთ, ის საქართველოში უნდა ეძებნათ და ასეც იქცეოდნენ, როცა უშიშროებაში აგენტურამ საინტერესო ამბავი მიიტანა - ვიღაც რუსი გზებს ეძებდა, რათა თურქეთში გადასულიყო და მზაგახლდათ, 5 ათასი მანეთი გადაეხადაო, თუმცათურქეთში გადასვლა, დაახლოებით, ორ კვირაში სურდა, რადგან მოსკოვიდან საყვარელი ქალის ჩამოსვლას ელოდა. სამართალდამცავებმა ქვეყნის დატოვების მსურველი მალე დააკავეს და ის ეჭვმიტანილი პირი აღმოჩნდა. პირველივე დაკთხვაზე გასაგებად აუხსნეს, რომ ქმედება შესაძლებელი იყო დივერსიად და სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად შეფასებულიყო, რაც დახვრეტას ნიშნავდა. მამაკაცმა აღიარა, რომ მეგობარს ასაფეთქებელი ნივთერება თავად ჩამოუტანა, არ ეგონა, თუ ასე ბრიყვულად მოიხმარდა, თუმცა საიდან და როგორ ჰქონდა, ხმას არ იღებდა. უშიშროებამ მისი დაკთხვისას ყველა აკრძალული თდაშვებული მეთოდი გამოიყენა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. არადა, მის ბარგში ასაფეთქებელი ნივთიერების არცთუ მცირე ოდენობა ნახეს.

ამასობაში, მოსკოვიდან ინფორმაცია მოვიდა, რომ იმავე ობიექტზე მსახურობდა ექთანი, რომელზეც დაკავებული ყურებამდე იყო შეყვარებული, მაგრამმათ სიყვარულს ხელს ერთი რამ უშლიდა - ექთანს ქმარი ჰყავდა და ეს ქმარი უბრალო ვინმე კი არა, ნაწილის მეთაურის მოადგილე იყო. მეტიც, ცოლის ღალატის შესახებ ქმარმა ყველაფერი იცოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, რადგან ახალგაზრდა და მართლაც ლამაზი ცოლის დაკარგვა არ სურდა და მეორეც, სკანდალს ერიდებოდა. ამ ამბის გახმაურება და სცენების გამართვა მისი კარიერის დასასრულს ნიშნავდა. უშიშროების თანამშრომლებმა მოსკოვში ქალი დააპატიმრეს და დაჰკითხეს. იმის მიუხედავად, რომ გოგონა თავიდან გაჯიუტდა, საქმეში პროფესიონალების ჩართვის შემდეგ, ყველაფერი დაფქვა.

ერთმანეთს ჩემს ბინაშ ვხვდებოდით მაშინ, როცა ქმარი მორიგე იყო და ობიექტზე რჩებოდა. ზუსტად ვიცოდი, რომ იმ ღამეს შინ არ მოვიდოდა. ერთხელ, ჩემს შეყვარებულს ლოგინის ქვეშ პერანგიდან აწყვეტილი ღილი შეუგორდა, ვერ იპოვა და ლოგინი გამოწია. იქ სამალავს მიაგნო, რომლის არსებობა მეც არ ვიცოდი. სამალავში ბევრი ფული და რაღაც ფხვნილი იყო. მას თვალები გაუბრწყინდა, გვეშველაო, მითხრა და ორ კვირაში გეგმაც გამანდო - საქართვლოში წავიდოდა, იქიდან თურქეთში გადავიდოდით, როცა მეტყოდა, მე იქ უნდა გავფრენილიყავი და სამალავიდან მთელი ფული წამეღო. თავად მხოლოდ ფხვნილი წაიღო, არ ვიცი, რაში სჭირდებოდა. შეგიძლიათ, არ დამიჯეროთ, მაგრამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევას ნამდვილად არ ვაპირებდი, მით უმეტეს, რის მიტოვებას, იმ ქმრის, რომელიც ყველაფრით უზრუნვემყოფდა და ჩემს საყვარელსაც კი იტანდა“, - განაცხადა ქალმა.

რაღა თქმა უნდა, უშიშროებამ ბინაში ჩხრეკა ჩაატარა და ობიექტის უფროსის მოადგილე დააკავა. მან ფხვნილის გატანის მეთოდი მარტივად ახსნა - როცა რენტგენზე დგებოდნენ, ყველა ოფიცერი იარაღს იხსნიდა, მას კი ბუდეში „მაკაროვის“ ნაცვლადცელოფანში კარგად გამოკრული ფხვნლი ეყარა. მას უფლება ჰქონდა, იარაღი შინ წაეღო და ასე რამდენჯერმე გააკეთა, ამბობდა, ზაფხულში სათევზაოდ წასვლას ვაპირებდი და მსურდა,მდნარეზე ამეფეთქებინაო, მაგრამ რაღა თქმა უნდა, უშიშროებამ არ დაუჯერა და... მეთაურმ,დაკავებიდან ორ კვირაში, „თავი მოიკლა“. მოსკოვის ციხეში გადაყვანის დროს, „დომოდედოვო“-იზოლატორის გზაზე, „გაქცევის მცდელობის“ დროს მოკლეს საქართველოში დაკავებული პირი. ქალი კი, რომელმაც უშიშროებასთან ბოლომდითანამშრომლა, სალოოდ, ფსიქიატრიულში აღმოჩნდა.