იტალიაში, ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იტალიაში, ქალაქ მატერაში ყაჩაღობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 29 წლის კაცი იტალიაში ლეგალურად ცხოვრობდა და მანამდე ნასამართლევი არ იყო. 20 მარტს პოლიციაში, ქალაქის ცენტრში მდებარე ბუკმეკერული კომპანიის დაყაჩაღების შესახებ შეტყობინება შევიდა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ კაცი კომპანიაში სამზარეულოს დანით შეიჭრა და 6 000 ევრო მუქარით წაიღო. ამის შემდეგ კაცი ადგილიდან მიიმალა. საქართველოს მოქალაქის სახლის ჩხრეკისას პოლიციამ ნაძარცვი თანხა იპოვა. გარდა ამისა, სახლთან არსებულ ნაგვის ურნაში იპოვეს ტანსაცმელი, რომლითაც მან კომპანია დააყაჩაღა.

კაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.