105 ახალი სტატია

მჯდომარე მუშაობის „სასიკვდილო დოზა“ დაადგინეს

Uncategorised
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ბრაზილიელი მკვლევარების მოსაზრებით, ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა, კერძოდ, მუშაობის დროს, ასევე, მისგან გამომდინარე ნაკლები მოძრაობა, სიცოცხლის „დამოკლების“ სერიოზულ ფაქტორს წარმოადგენს. როგორც სწავლულებმა დაასკვნეს, ზოგჯერ, სწორედ ეს ფაქტი იწვევს ადამიანების სიკვდილს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ლეტალური შედეგების დაახლოებით 4%, გადაჭარბებული მჯდომარე სამუშაოსა და ასეთი ცხოვრების წესის „დამსახურებაა“.
ბრაზილიელებმა სკამზე ჯდომის „სასიკვდილო ლიმიტის“ განსაზღვრაც შეძლეს, რომლის გადაჭარბებაც ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე. პირიქით _ დროის შემცირება კი სიცოცხლის გახანგრძლივებას უწყობს ხელს. ციფრების ენით რომ ვთქვათ, ადამიანს შეუძლია სიცოცხლე 0.2 წლით გაიხანგრძლივოს, თუ ის მჯდომარე პოზაში ყოფნას, დღეში სამ საათამდე შეამცირებს. სწავლულები ასეთ დასკვნამდე, ბოლო 15 წლის განმავლობაში, სიკვდილიანობის სტატისტიკის შესწავლის შედეგად მივიდნენ, რომლის დროსაც, მათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები გამოიყენეს.