ხათუნა ლაგაზიძე: „ყველაფერს შეიძლება ველოდოთ, ტერორისტული აქტებიდან დაწყებული“

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო - მმართველი ძალა უარს ამბობს იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტაზე, რომელთაც ბოიკოტის ნიშნად, საკანონომდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადეს. აღნიშნული გადაწყვეტილება „ჰოთნიუსმა“ პოლიტოლოგ ხათუნა ლაგაზიძეს შეაფასებინა.

„დასავლეთის მიდგომაა ისეთი, რომ პარლამენტში შეიყვანოს ოპოზიცია. კარლ ჰარცელის გადაწყვეტილებაც ამას მოწმობს. ეს „ოცნებისთვის“ ფორმალური მიზეზია, რომ დასავლეთის მიდგომა ყურად იღო. რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ფაქტორს, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან „ოცნება“ ხედავს, რომ სანამ შესაძლებლობის ფანჯარა არსებობს პარლამენტში შესვლის, ეს სერიოზული ფსიქოლოგიური ბერკეტია ოპოზიციის დემორალიზების. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ მუდმივად იქნება დაძაბულობა, რომ ვიღაც არ შევიდეს, ვიღაც არ დაითანხმონ, რაც იწვევს დემორალიზაციას და ოპოზიცია ვერ კონცენტრირდება სხვა უფრო გრძელვადიან და მნიშვნელოვან ამოცანებზე.

ამ დაძაბულობის ფონზე მთელი ყურადღება გადატანილი აქვთ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე. ამ დროს კი ყურადღების მიღმა რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები - განსაკუთრებით რუსეთის ახალი ინიციატივის პრობლემა, როგორიცაა, თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის, საქართველოს სავარაუდო ექვსთა კავშირი, რამაც შეიძლება საქართველოს განვითარებას გეზი სრულად უცვალოს და დააბრუნოს საუკუნეების წინანდელ პარადიგმაში, რაც ნიშნავს პროდასავლური კურსისკენ ზურგის შექცევას და აქ დასავლეთს ფეხის ამოეკვეთას. მეორე საკითხია, რომელიც არავინ იცის, როდის აფეთქდება, ისაა, რომ როგორც აღმოჩნდა, საქართველოში იმყოფებიან „მწვანე კაცუნები“, რომლის მეშვეობითაც ყირიმი აიღო რუსეთმა, ანუ არაფორმალური სამხედრო გაერთიანებები, რომელსაც რუსეთი იყენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მათი აქ ყოფნა ნიშნავს, რომ მოვლენათა რუსეთისთვის არასასურველი განვითარების შემთხვევაში, ყველაფერს შეიძლება, ველოდოთ ტერორიტული აქტებიდან დაწყებული, სამოქალაქო დაპირისპირებით გაგრძელებული და ეთნიკურ თუ რელიგიური დაპირისპირების წინ წამოწევით, რაც მათ „კომპეტენციაში“ შედის.

ამ პირობებში ოპოზიციის კონცენტრირება მხოლოდ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ქვეყნისთვის უზარმაზარი გამოწვევა და ზიანია. როცა ევროკავშირი ასე დაჟინებით გეუბნება, რომ შედი პარლამენტში, ისინი ამ საგარეო საფრთხეებს, რა თქმა უნდა, ფლობენ და აცნობიერებენ. ამას ემატება ის უმუშევრობა და შიმშილი, რაც კორონაპანდემიის თანმდევია და ამ პროცესში ამომრეჩეველი დარჩენილია მარტო არა მარტო ხელისუფლებისგან, არამედ ოპოზიციისგანაც. ოპოზიცია მიეჯაჭვა ტელევიზიის ფორმატს და ტელევიზიის ჩარჩოდან უყურებს ამომრჩეველიც ოპოზიციას, რაც იწვევს სერიოზულ უნდობლობას და იმედგაცრუებას ოპოზიციის მიმართ, რაც ხელისუფლების წისქვილზე ასხამს წყალს. ამ საშინაო და საგარეო ფაქტორების გათვალისწინებით, ბუნებრივია, ხელისუფლებას დღეს ძალიან აწყობს მანდატების არშეჩერება.“

ხათუნა ლაგაზიძე მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, ოპოზიციამ ბოიკოტირება გადაიფიქროს და პარლამენტში შევიდეს:

„ოპოზიციას ჰქონდა კარგი შანსი, შესულიყო პარლამენტში, როცა საარჩევნო კოდექსის ძირეული რეფორმირების პაკეტი დაიდო მოლაპარაკების მაგიდაზე დეკემბრის დასაწყისში. შეეძლოთ, თავის ამომრჩევლისთვის ეთქვათ, რომ ჩვენ მივაღწიეთ ისტორიულ ცვლილებებს და ამიტომ ეს ისეთივე მასშტაბის გამარჯვებაა, როგორიც იქნებოდა რიგგარეშე არჩევნები და სოციალური სიტუაცია რიგგარეშე არჩევნებს თავისთავად მოიტანდა. მაგრამ როცა უარი თქვეს და ხელისუფლება ახლა სთავზობს გაუარსებეულ პაკეტს, იმიჯურად დამანრგრეველი იქნება ოპოზიციისთვის პარლამენტში შესვლა. თუ დამატებითი ახალი თემა არ შემოვიდა მოლაპარაკებაში, რომელიც ოპოზიციას გადაარჩენს იმიჯურად და ეს ხელისუფლებას რაში აწყობს? - არაფერში.

თუ ხელისუფლებამ თავისას მიაღწია და ოპოზიციის ნაწილი შეიყვანა... ვინც უკვე შევიდა, ისინი ოპოზიციად არ განიხილება არავისგან, სატელიტები და ანათალები არიან „ოცნების“, ზოგს ბიზნესინტერესი აქვს და ზოგს სხვა რამ... რეალური ოპოზიციიდან თუ შეძლო გამოხშირვა და ნაწილ-ნაწილ შეყვანა ხალხის, ეს იქნება ოპოზიციის წელში გადატეხვა მთლიანად“