აქციის "არა რუსულ კანონს" მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლებენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აქციის მონაწილეების მიერ ხელისუფლებისთვის კანონის გაწვევისთვის მიცემული 1 საათიანი ვადა ამოიწურა.

აქციის ერთ-ერთმა წამყვანმა, ლევან ცუცქირიძემ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ მთავრობის კანცელარიასთან გადაინაცვლონ.

„ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ, რომ ახლა ჩვენთან ერტად, მშვიდობიანად, წყნარად წავიდეთ სახელწმიფოს კანცელარიასთან და მოვითხოვოთ რომ გამვოიდე პრემიერ მინისტრი და დაგველაპარაკოს„ - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან დღეს, 12:00 საათიდან შეიკრიბნენ, ხოლო 19:00 საათიდან აქცია პარლამენტის წინ გაგრძელდა. კანონპროექტს მოქალაქეები მესამე დღეა აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტმა, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის კენჭისყრას სამდღიანი ხმაურიანი საკომიტეტო და სასესიო განხილვა უძღოდა წინ.