ქეცბაიამ „ანორთოსისი“ დატოვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვიპროსულ „აანორთოსისს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება. თემურ ქეცბაიას გუნდიდან თამაშემწეების გაშვება მოსთხოვეს, რაზეც ქართველმა სპეციალისტმა უარი განაცხადა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, ხელშეკრულება შეწყდა. არადა, ქეცბაიას კლუბში კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ემუშავა, თუმცა კონტრაქტის გაწყვეტის გამო, კუთვნილ 270 ათას ევროს, ანუ წლიურ ჯამაგირს, ის მაინც მიიღებს.

ისე ჩანს, თემურს უქმად ყოფნა დიდ ხანს არ მოუწევს. მისი გადაბირება ჩვენს მეზობლებს სურთ და ქეცბაიას წინადადებით ბაქოს „ნეფთჩიმ“ უკვე მიმართა. როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ქართველმა სპეციაალისტმა კონკრეტული გარანტიები და რამდენიმე ფეხბურთელის შეძენა მოითხოვა, რაზეც წესით ბაქოელები უნდა დათანხმდნენ და დიდი შანსია, თემომ აქვე ახლოს იმუშაოს.