ბანაკში „ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მართვა“ მონაწილეობის მსურველთა მიღება დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება ხუთდღიან ახალგაზრდულ ბანაკში მიღებას აცხადებს. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდებს შეეძლებათ, არაფორმალური განათლების მიმართულებით აიმაღლონ ცოდნა, აღმოაჩინონ და განავითარონ სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული უნარი აქტიურ სამოქალაქო ცხოვრებაში ჩასართველად, ასევე, განავითარონ ლიდერული თვისებები.


 ღონისძიება დაბა ბაკურიანში ინტერაქციულ ფორმატში გაიმართება, რაც ტრენინგ პროგრამაში მონაწილეობას მოიცავს.
 ბანაკის თემატური მიმართულებებია:
 ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი მნიშვნელობა
 ვერბალური კომუნიკაცია
 არავერბალური კომუნიკაცია
 კონფლიქტების მართვა
❗️მონაწილეობის მსურველები აპლიკაციის შევსებას 29 თებერვლის ჩათვლით შეძლებენ.
https://shorturl.at/owQVX


ახალგაზრდული ბანაკის პერიოდია 14-დან 18 მარტის ჩათვლით;
მინიმალური მოთხოვნები მონაწილეებისათვის:
მონაწილეთა ასაკი: 15-დან 20 წლის ჩათვლით;
მონაწილეობის მსურველი რეგისტრირებული უნდა იყოს სამგორის რაიონში;
მონაწილეობის მსურველმა აუცილებლად უნდა შეავსოს აპლიკაცია სრულყოფილად.
აპლიკაციის შევსების შემდეგ, მონაწილეობის მსურველ ახალგაზრდებთან გაიმართება გასაუბრება, რომლის საფუძველზეც მოხდება მათი შერჩევა. ბანაკის მონაწილე უნდა იყოს აქტიური, ენერგიული და კრეატიული.
ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობა უფასოა
 მონაწილეთა მგზავრობას, სასტუმროში განთავსებასა და კვებას სამგორის გამგეობა უზრუნველყოფს.