სამგორის გამგეობამ ბურჯანაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დაიწყო

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე ასფალტის საფარის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამგორის გამგეობა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დავალებით ახორციელებს პროექტს, რომელიც 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასთან დაკავშირებით საჭირო ღონისძიებების გატარებას ემსახურება.
 
პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი 2200 კვ.მ ფართობზე კეთილმოეწყობა.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.