დაიწყო - უელსელი ლეგენდა სასამართლოს წინაშე წარსდგება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უელსის ფეხბურთის ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოთამაშე, რაიან გიგზი სასამართლოს წინაშე წარსდგება. 2020 წლის მაისში, რაიანი დააპატიმრეს კიდეც, მას ბრალად მეგობარ გოგონაზე, ქეით გრენვილზე ძალადობა ედებოდა. წესით, გიგზისთვის მაშინ ხელები არ უნდა გადაეგრიხათ, რადგან მტკიცებულება პირდაპირი არ იყო და რაც მთავარია, რაიანი იმ პერიოდში უელსის ეროვნულ ნაკრებს თავკაცობდა, თუმცა... წლების წინ, გიგზის ძმის ცოლმა პრესას მილიონ ფუნტად გაუმხილა, რომ რაიანს მასთან სასიყვარულო ურთიერთობა მაშინ ჰქონდა, როცა ის მის ძმაზე ოფიციალურად იყო დაქორწინებული. გაფუჭებული რეპუტაციის გამო, გიგზი მარტივად დააკავეს, თუმცა გირაოს გადახდის შემდეგ გამოუშვეს. თუ მას ძალადობის ფაქტი დაუმტკიცდება, 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ელის. ისიც ითქვა, გიგზის ადვოკატებმა სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ, ქეითს 2 მილიონი გირვანქა შესთავაზეს, მაგრამ მან უარი თქვაო.

შეგახსენებთ, რომ გიგზმა მთელი კარიერა, 1990-დან 2014 წლამდე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, 672 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა, 13-ჯერ პრემიერ-ლიგა, 2-ჯერ - ჩემპიონთა ლიგა, 4-ჯერ - ინგლისის ასოციაციის თასი მოიგო და „მანჩესტერის“ ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.