ფიცი გვწამს, დვორკოვიჩი გვაკვირვებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

როგორც სპორტის სხვა სახეობებში, რუს და ბელორუს მოჭადრაკეებს, საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ. იმის მიუხედავად, რომ ამის გამო, მოჭადრაკეებმა პროტესტი არაერთხელ გამოთქვეს, მსოფლიოს საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია FIDE შეუვალი გახლდათ. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ...

გასულ კვირას, სწორედ FIDE-ს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართა. ბრძოლა ორ კანდიდატს შორის მიდიოდა - პრეზიდენტობა რუს არკადი დვორკოვიჩსა და უკრაინელ ანდრი ბარიშპოლეცს შორის მიდიოდა. საერთაშორისო ფედერაციის წევრ ქვეყნებს თითო ხმის უფლება ჰქონდათ და როგორ გგონიათ, ხმები როგორ გადანაწილდა? 157 ხმა - დვორკოვიჩს და 16 ხმა - ბარიშპოლეცს. შესაბამისად, ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი, სწორედ რუსი კანდიდატი გახლდათ და რაც მთავარია, არკადი დვორკოვიჩი მაშინ, როცა რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი იყო, ხოლო პრემიერი - ვლადიმირ პუტინი, პირველ ვიცე-პრემიერად მსახურობდა ანუ პუტინის მოადგილე იყო. ჰოდა, ნუ გაგიკვირდებათ, თუ საჭადრაკო ტურნირებში, მალე რუსი და ბელორუსი მოჭადრაკეებიც გამოჩნდნენ.