რუსები შეტევაზე გადმოვიდნენ - საქართველო ტალანტებს გვართმევს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

13 წლის პერსპექტიული მოციგურავე, ინგა გურგენიძე რუსების ერთ-ერთ მთავარ იმედად ითვლებოდა. შარშანდლამდე, ყაზანში დაბადებული და გაზრდილი ინგა დედის გვარზე იყო და ტურნირებზეც ინგა ნიკიტინას სახელით გამოდიოდა, ახლა კი გვარიც შეიცვალა და მოქალაქეობაც - ის საქართველოს სახელით იასპარეზებს. ყველაფერი ეს, რუსებს ძალიან არ მოეწონათ და იქაური მედია საქართველოს მიმართ კრიტიკამ წალეკა.

„როდემდე უნდა ვზარდოთ ტალანტები მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი შემდეგ საქართველომ წაგვართვას?! ასე იყო ელენე გედევანიშვილის შემთხვევაში, ასე მოხდა მორის ყვითელაშვილის შემთხვევაში, ქართველებმა წაგვართვეს გიორგი რევია და მარია კაზაკოვა, წაგვართვეს კარინა საფინა და ლუკა ბერულავა. ამ სპორტსმენებს საქართველოსთვის მედლები მოაქვთ და მათ ისტორიას წერენ, არადა, ისინი ჩვენ გავზარდეთ“, - წერენ რუსები.

ინგა გურგენიძე საქართველოს სახელით ასპარეზობას უკვე სექტემბერში დაიწყებს.