თბილისის მერის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისის მერის ინიციატივით, „თბილისის განვითარების ფონდი“ მომდევნო წლიდან რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაიწყებს.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პირველ ეტაპზე განხორციელდება საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა. პროექტის ფარგლებში კი რეაბილიტირდება ქუჩაზე არსებული შენობების დაზიანებული სახურავები, ფასადები, წყალსაწრეტი ღარები და კონსტრუქციული ნაწილები; მოეწყობა თანამედროვე სტანდარტების მხატვრულ-დეკორატიული მინათება და მოწესრიგდება ფასადებზე ქაოსურად არსებული კომუნიკაციების ქსელები.

საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ეტაპებზე ჩართულები იქნებიან სათანადო დარგის სპეციალისტები და ექსპერტები, რომლებიც შესაბამისი კვლევის საფუძველზე იზრუნებენ ისტორიული იერსახის დაცვასა და შენარჩუნებაზე. პროექტის

სავარაუდო ხანგრძლივობა შეადგენს 2 წელს, ხოლო ბიუჯეტი 60 მილიონ ლარს.