სამგორში, რაჭის ქუჩაზე, 11 000 კვ.მ-ზე ასფალტის გზა მოეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, რაჭის ქუჩაზე, 11 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. აღნიშნულ ქუჩაზე აქამდე გზის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტიანი გზით გადაადგილდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

ტერიტორიაზე ახალი ორფენიანი საფარი იგება და მიმდებარედ ბორდიურები წესრიგდება. პროექტის განხორციელების შედეგად, ადგილობრივ მცხოვრებლებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდებათ.

მიმდინარე სამუშაო პროცესს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე გაეცნენ.

საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარი გამოიყო. სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს ასფალტის ძველი საფარი ახლით 100 მისამართზე შეცვალა. ჯამში, ახალი საფარი 137 000 კვ.მ ფართობზე დაიგო.