ორხევში, მუხაძის ქუჩაზე ფეხბურთის მოედანი ეწყობა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, ორხევის დასახლებაში, მუხაძის ქუჩაზე, კორპუსი 3-ის მიმდებარედ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ფეხბურთის სპორტული მოედანი ეწყობა.
 
პროექტის ფარგლებში, სპორტული ინფრასტრუტურის მოწყობისთვის რაიონის ბიუჯეტიდან 105 053 ლარია გამოყოფილი.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად გაეცნო.