ზელენსკიმ თანამდებობიდან დაითხოვა თავისი პირველი მრჩეველი - „კა-ვე-ენ-ის“ დროინდელი თანაგუნდელი

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამდებიდან დაითხოვა თავისი პირველი მრჩეველი, სერჰი შეფირი და მასთან ერთად, რამდენიმე მრჩეველი და რწმუნებული.

ამის თაობაზე ბრძანებულებები 29 მარტს გვიან და 30 მარტს გამოქვეყნდა.

შეფირი დამაარსებელია "სტუდია კვარტალი-95-ისა“ და თამაშობდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის (რუს. კა-ვე-ენ-ი) გუნდში „ზაპოროჟიე-კრივოი-როგი-ტრანზიტი“, რომელშიც ასევე გამოდიოდა თვითონ ზელენსკი.

შეფირი იყო ასევე პროდიუსერი სერიალისა „ხალხის მსახური,“ რომელშიც ზელენსკიმ უკრაინის პრეზიდენტის როლი ითამაშა. მოგვიანებით ის ზელენსკის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მისი პირველი მრჩეველი გახდა 2019 წელს.

უკრაინის პრეზიდენტმა, სხვათა შორის, ასევე დაითხოვა პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ადრი ერმაკის ორი მოადგილე, ანდრი სმირნოვი და ელექსეი დნეპროვი, რომელთა ადგილზე დანიშნა ირინა მუდრაია და ელენა კოვალსკა.

რის გამო მოხდა ამ და სხვა პირების დათხოვნა, არ არის ოფიციალურად გამოცხადებული.

20021 წელს უკრაინის პრეზიდენტის პირველი მრჩევლის, სერჰი შეფირის ავტომანქანაზე მოხდა თავდასხმა. შეფირი არ დაშავებულა, მაგრამ მისი მძღოლი საავადმყოფოში მოათავსეს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით.