წყალში ჩაძირული საქართველოს ისტორია-რა ვითარებაა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტაო-კლარჯეთი საქართველოს ისტორიული მხარეა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს სახელწოდება ამ მხარეს ორი მნიშვნელოვანი თემის - ტაოსა და კლარჯეთის გამო ეწოდა, სინამდვილეში კი ის გაცილებით ვრცელ ტერიტორიას მოიცავს - შავშეთს, არტაანს, ერუშეთს, ფოცხოვს, თორთომს, ართვინს, არდაგანს...

 ტაო-კლარჯეთის სამეფო

 ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, მოიცავს დღეს ერზურუმის,არტაანის,ართვინისა და ყარსის რეგიონებს.

სამეფო 809 წელს შექმნა ქართლის ერისმთავარმა, ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის დამაარსებელმა აშოტ I-მა. მან აღადგინა ციხე-სიმაგრე და ქალაქი არტანუჯი, რომელიც სამეფოს ცენტრი გახდა. ბაგრატიონებმა, რომლებიც იმხანად ეყრდნობოდნენ ბიზანტიელთა მხარდაჭერას, სწრაფად გააფართოვეს თავისი სამფლობელოები და დაიწყეს საქართველოს გათავისუფლება არაბთა ბატონობისაგან. 888 წელს ადარნასე II-მ "ქართველთა მეფის" ტიტული მიიღო, ხოლო სამეფოს "ქართველთა სამეფო" ეწოდა. სამეფოში დიდი აღმშენებლობითი საქმიანობა მიმდინარეობდა, გაფართოვდა ეკლესია-მონასტრების ქსელი. საქართველოს გაერთიანებული სამეფოს შექმნის თარიღად ითვლება 978წელი, როდესაც "ქართველთა სამეფოს" (ე.ი. აღმოსავლეთ საქართველოს) თანამპყრობელმა ბაგრატ III-მ მიიღო აფხაზეთის სამეფოს (დასავლეთ საქართველოს) ტახტი. ამის შემდეგ ბაგრატი განაგრძობდა ერთიანი სამეფოს გარეთ დარჩენილი ქართული მიწების შემოერთებას: 1001 წელს მან კლარჯეთი შემოიერთა, ხოლო 1008 წელს, მამის, გურგენ II-ის გარდაცვალების შემდეგ, - ტაო.

1551 წელს ოსმალებმა ტაო-კლარჯეთი შეიერთეს. რუსეთ-თურქეთის მე-10-ე ომის შემდეგ,1877-78 წლებში,ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი რუსეთის იმპერიის საზღვრებში მოექცა და ყარსის გუბერნიას მოიცავდა. 1918 წლის 22 აპრილს ტერიტორია გადავიდა ტრანსკავვკასიის ფედერაციის საზღვრებში,1918 წლის 26 მაისს კი იგი საქართველოს დემოკრატიული რესპუბილიკის მართველობაში მოექცა. ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების ხარჯზე, რომელიც 1918 წლის 27 აგვისტოს შედგა,რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თანხმობის გარეშე უარი თქვა ქართულ მიწებზე. 1921 წლის 23 ოქტომბერს ყარსის ხელშეკრულებით ტაო-კლარჯეთის დიდი ნაწილი ისევ თურქეთის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო მცირე ნაწილი საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის საკუთრება გახდა.

ჩაძირული ქართული ძეგლი - ვითარება ისტორიულ ტაო-კლარჯეთში

ტაო-კლარჯეთს უამრავი ისტორიული ძეგლი აქვს, ზოგიერთი ძეგლი ძირითადია, ზოგიერთი არაძირითადი. ეს დაყოფა ხშირ შემთხვევაში ეფუძვნება ისტორიულ და მხვატვრულ ღიურებულებებს. ამ დროისთვის ტაო-კლარჯეთში არსებული ქართული ისტორიული ძეგლების მდგომარეობა კატასტროფულია და დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.  თურქეთში, ისტორიულ ტაოში ქალაქი იუსუფელი და რამდენიმე სოფელი ახლახან დაიტბორა. ამ ისტორიულმა დასახლებებმა არამცთუ საუკუნეებს, ათასწლეულებს გაუძლეს, დღეს კი მათი გაქრობა ართვინის პროვინციაში კაშხლების კასკადის მშენებლობას უკავშირდება. ისტორიკოსი ბუბა კუდავა ერთერთია, რომელმაც დატბორვამდე და მერეც არაერთხელ მოინახულა ეს ადგილები და პარხლის მფლობელი კავკასიძეების ციხის მთელი კომპლექსი შეძლებისდაგვარად აღწერა.

ქარ­თველ­თათ­ვის ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­­ლი თურ­ქეთ­ში უდი­დე­სი - იუ­სუ­ფე­ლის კაშხლის (სი­მაღ­ლე - 270 ) აგე­ბა გა­მოდ­გა, რო­მელ­მაც უკვე დატ­ბო­რა ორი დარ­ბა­ზუ­ლი ეკ­ლე­სიაჰამ­ზე­თი­სა და ჭა­ლის (პირ­ველ მათ­განს ჩვენ­ში შეც­დო­მით ახალ­თის ეკ­ლე­სი­­დაც მო­იხ­სე­ნი­­ბენ), სულ მალე   კი სრუ­ლად და­ფა­რავს ტაოს სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო  სის­ტე­მის მშვე­ნე­ბას - კავ­კა­სი­ძე­­ბის ცი­ხეს, იქ არ­სე­ბუ­ლი კოპ­წია ტაძ­რი­თურთსა­მი­ვე ეკ­ლე­სია, სა­ვა­რა­­დოდ, X-XI სა­­კუ­ნე­ებ­ში უნდა იყოს აგე­ბუ­ლი. ყვე­ლა მათ­გა­ნის ძი­რი­თა­დი კონ­სტრუქ­ცია შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი იყო. პე­რან­გშე­მო­ძარ­ცუ­ლი ჰამ­ზე­თი­სა (სა­ხელ­წო­დე­ბის თავ­და­პირ­ვე­ლი ფორ­მა ალ­ბათ სამ­ზე­თი იყო) და  ჭა­ლის ტაძ­რე­ბი ამა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის უბ­ნებ­ში მდე­ბა­რე­ობ­და.

ტაო-კლარ­ჯე­თის ტაძ­რე­ბი სა­­კუ­ნე­­ბია  უმოქ­მე­დოდ დგას. მათ აწ­ვიმ­დათ, ათოვ­დათ... ზი­ან­დე­ბო­და სა­ხუ­რა­ვი, კედ­ლე­ბი, სა­ძირ­კვე­ლი - ხან ბუ­ნებ­რი­ვად, ხა­ნაც - ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­­ბის მიერ. მათი ნა­წი­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლას ეშუ­რე­ბო­და, ზოგი გან­ძის პოვ­ნის ჟი­ნით იყო შე­პყრო­ბი­ლი, ზოგი კი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­ლი­გი­ის მი­მართ იყო შე­­წყნა­რე­ბე­ლი. ამ მი­ზე­ზე­ბის გამო სულ მცი­რეა იმ ეკ­ლე­სი­­ბის რა­­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­საც მო­ხა­ტუ­ლო­ბის ფრაგ­მენ­ტე­ბი შერ­ჩა (სრუ­ლად შე­ნა­ხუ­ლი მხატ­ვრო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად აღარ­სად დაგ­ვრჩა). რა­­დენ და­სა­ნა­ნია, რომ ამ მცი­რე რა­­დე­ნო­ბას ორი ეკ­ლე­სია გა­მო­აკ­ლდე­ბა. ერთი, ჭა­ლის ეკ­ლე­სი­ის მხატ­ვრო­ბა, უკვე და­­ღუ­პა. ის სა­ვა­რა­­დოდ XIV-XV სა­­კუ­ნე­­ბით თა­რიღ­დე­ბო­და. შე­და­რე­ბით უკეთ და­ცუ­ლი კავ­კა­სი­ძე­­ბის ცი­ხის ეკ­ლე­სი­ის მხატ­ვრო­ბა XII-XIII სა­­კუ­ნი­საა და იგი, რო­გორც ვთქვი, სულ მალე აღ­მოჩ­ნდე­ბა წყლის ქვეშმას­თან ერ­თად ვე­თხო­ვე­ბით ათე­­ლო­ბით ძველ ქარ­თულ ნა­კაწრ წარ­წე­რას, რომ­ლე­ბიც დამ­წერ­ლო­ბის სა­მი­ვე სა­ხე­­ბით - ასომ­თავ­რუ­ლით, ნუს­ხუ­რით, მხედ­რუ­ლით არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და მხატ­ვრო­ბის შემ­დგო­მი პე­რი­­დით (XII/XIII-XVI სს.) თა­რიღ­დე­ბა. - ამბობს ისტორიკოსი ბუბა კუდავა

მიუხედავად საშინელი მდგომარეობისა, არქიტექტურული ნაწილის გადარჩენა-შენარჩუნების მინიმალური შანსი მაინც არსებობს, მხატვრობა და წარწერები კი განწირულია დასაღუპად.

თანამედროვე თურქეთის და საქართველოს სახელმწიფოების დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ისტორიული ძეგლები, ფაქტობრივად გაიწირა. თუკი სპეციალისტებმა, საკუთარი ინიციატივით და ძალებით შეძლეს ჩვენამდე მოეტანათ ამბავი, ისტორია და რაღაც ნაწილის შენარჩუნება, წარმოიდგინეთ რა ქმედითი და შედეგიანი იქნებოდა ორი ქვეყნის სპეციალისტების ჩართვა და თანამშრომლობა ძეგლების კვლევის და ფიქსაციის საქმეში.

სამწუხაროდ ამ ყველაფრის გადარჩენა არცერთი ქვეყნისთვის ყოფილა პრიორიტეტი, შედეგად კი მივიღეთ ის რაც მივიღეთ.

ცნო­ბი­სათ­ვის:

 კავ­კა­სი­ძე­ე­ბის ( პარხლის მფლო­ბელ­თა) ციხე X სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ხუ­როთ­მო­ძღვრე­ბის ძეგლია, რო­მე­ლიც იმი­ერ­ტა­ო­ში, მდ. ჭო­რო­ხის პი­რას მდე­ბა­რე­ობს (ამ­ჟა­მად თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რია). ცი­ხეს ზოგ­ჯერ "ოთხთა ეკ­ლე­სი­ის ცი­ხე­საც“ უწო­დე­ბენ. ცი­ხის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი თით­ქმის არ მოგ­ვე­პო­ვე­ბა. ერ­თა­დერ­თი ინ­ფორ­მა­ცია და­ცუ­ლია ექ­ვთი­მე თა­ყა­ი­აშ­ვი­ლის 1917 წლის ექ­სპე­დი­ცი­ის ან­გა­რიშ­ში. ამა­ვე წიგნ­შია და­მოწ­მე­ბუ­ლი ამ ცი­ხის ერ­თა­დერ­თი წარ­წე­რა, სა­დაც საყ­დრის აღმშე­ნე­ბე­ლი და ცი­ხის მფლო­ბე­ლი მურ­ვან კავ­კა­სი­ძეა მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ამ ის­ტო­რი­უ­ლი ძეგლ­ზე სხვა თით­ქმის არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი.

2003-2005 ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის (ბუბა კუ­და­ვა, ბონ­დო კუ­პა­ტა­ძე, გოჩა სა­ი­თი­ძე, ჯაბა სა­მუ­შია, გი­ორ­გი კა­ლან­დია) ძა­ლის­ხმე­ვით მო­პო­ვე­ბუ­ლი იყო ახა­ლი მა­სა­ლე­ბი, და­დას­ტურ­და, და­ზუს­ტდა და შეს­წორ­და ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ან­გა­რიშ­ში მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, გა­ირ­კვა დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი, გა­კეთ­და ცი­ხის კომ­პლექ­სი­სა და მისი ტაძ­რის ზო­გა­დი აღ­წე­რი­ლო­ბა და სხვ. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ამ ცი­ხის ქვე­ვით გა­დი­ო­და იე­რუ­სა­ლი­მის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა, ამი­ტომ კავ­კა­სი­ძე­ებს იე­რუ­სა­ლი­მის გზის მცვე­ლე­ბად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ.

 

გთავაზობთ ფოტო- ვიდეო მასალის ნაწილს, რომელსაც ისტორიკოსი ბუბა კუდავა სოციალურ ქსელში ავრცელებს: