იუნესკოს მისია განადგურების მასშტაბის შესაფასებლად ოდესას ეწვევა

კულტურა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იუნესკოს მისია ოდესას განადგურების მასშტაბის შესაფასებლად ეწვევა. უკრაინული მედია წერს, რომ იუნესკოს მისია კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე მიყენებული ზიანის წინასწარ შეფასებას ჩაატარებს.

ერთი დღით ადრე კი უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოდესის დაბომბვასთან დაკავშირები აპირებს მიმართოს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს და ჰააგის კონვენციის მეორე პროტოკოლის კომიტეტს.

ცნობისთვის, 2023 წლის 25 იანვარს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ოდესის ისტორიული ცენტრი საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ქალაქის ისტორიული ცენტრის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაში შეტანის პროცესი, უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაახლოებით 10 წელი გაგრძელდა.

ახლა ოდესის ქუჩები, შენობები და სხვა ისტორიული ადგილები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია. კერძოდ, ეს არის პრიმორსკის ბულვარის ანსამბლი, თეატრის მოედანი, დერიბასოვსკაიას ქუჩა, ქ. გოგოლი, ასევე კომერციული საზღვაო პორტი.