საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და საახალწლო ღონისძიებების მიმდინარეობის პერიოდში, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ გადაადგილება შეიზღუდება

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის 23:00 საათიდან, 10 დეკემბრის 23:00 საათამდე, გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ათონელის ქუჩიდან ვახტანგ ორბელიანის შესახვევის N13-ამდე ავტომობილთა გადაადგილება შეიზღუდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, გია ჭანტურიას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას იტალიის ქუჩის მიმართულებით შეძლებენ.

„რაც შეეხება საახალწლო ღონისძიებებს, ტრანსპორტის გადაადგილება 10 დეკემბრის 23:00 საათიდან, მომავალი წლის 10 იანვრის 23:00 საათამდე მშრალი ხიდის, იტალიის ქუჩისა და ორბელიანის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე - ათონელის ქუჩიდან ორბელიანის შესახვევის N13-ამდე შეიზღუდება.

ერთი თვის განმავლობაში, ზაარბრიუკენის მოედნიდან მშრალი ხიდის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით შეძლებენ.

ზვიად გამსახურდიას სანაპიროდან სოლიკო ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები ათონელის ქუჩამდე იმოძრავებენ, ხოლო შემდეგ მარჯვნივ მოხვევით, გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის მიმართულებით შეძლებენ“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.