სამგორის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მორიგი საგანმანათლებლო კვირეული გამართა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონის გამგეობამ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მორიგი საგანმანათლებლო კვირეული გამართა.

აღნიშნული აქტივობის ფარგლებში, ახალგაზრდებს ოთხი დღის განმავლობაში ჰქონდათ შესაძლებლობა, სხვადასხვა თემატიკის ტრენინგებს დასწრებოდნენ.

ამჯერად, ისინი გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.

ტრენინგზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნითა და ტრენერების დახმარებით, ახალგაზრდებმა ჯგუფურად მოამზადეს შესაბამისი თემატიკის სხვადასხვა პროექტი.