"ავერსის" კლინიკიდან პატიმრები გაიქცნენ

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თბილისში, ავერსის კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. ისინი კლინიკაში შესამოწმებლად, სამედიცინო კვლევაზე – კომპიუტერულ ტომოგრამაზე მიიყვანეს.

როგორც „პუბლიკას“ ავერსის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა უთხრა, კლინიკაში მიყვანილი პატიმრები ბადრაგებს გაექცათ.

„პუბლიკა“ მეტი დეტალის გარკვევას შსს-სა და პენიტენციურ სამსახურთან ცდილობს. უწყებებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.