შოკოლადი გულის წამალია?

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელი სწავლულების განცხადებით, ყოველდღიურად, ერთი ფილა შოკოლადის მიღება გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკს 39%-ით ამცირებს. მრავალწლიანმა კვლევამ, რომლის პროცესშიც მეცნიერები 35-დან 65 წლამდე ასაკის, დაახლოებით, 30 ათას ადამიანს აკვირდებოდნენ, დაადასტურა წინასწარი მცირე კვლევის შედეგები კაკაოს პროდუქტის სარგებლიანობის შესახებ. კაკაოს მარცვალი შეიცავს ფლავანოლს, რომელიც, როგორც ცნობილია, სისხლში აზოტის ჟანგს ზრდის და აუმჯობესებს სისხლძარღვების ფუნქციონირებას. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ანტიოქსიდანტებისა და კაკაოს მაღალი შემცველობის გამო, შავი შოკოლადი უფრო სასარგებლოა, ვიდრე რძიანი ან თეთრი შოკოლადი. როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, ერთი ნატეხი შოკოლადის მიღებასაც კი შეუძლია ორგანიზმისთვის სარგებლის მოტანა, ხოლო მისი რაოდენობის 6 გრამით გაზრდა, მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის რაოდენობას ამცირებს.