„ვიაგრა“ ალცჰაიმერის რისკებს ამცირებს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ცნობილი ფარმაცევტული საშუალება, რომელსაც ერექციული დისფუნქციის საწინააღმდეგოდ იყენებენ, შესაძლოა, მალე ალცჰაიმერის დაავადების რისკების შესამცირებლადაც გამოიყენონ. მასშტაბური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ „ვიაგრა“ ნერვულ უჯრედებში იმ ცილების შენარჩუნებას უწყობს ხელს, რომლებიც ალცჰაიმერის განვითარებას ეწინააღმდეგებიან. კვლევებით აქამდეც დადასტურდა, რომ ფოსფოდიესტრაზას ფერმენტი (PDE) დემენციაზე პასუხისმგებელ ნეიროდეგენერაციებს ბლოკავს. ეს გასაკვირი არც უნდა იყოს, რადგან ცნობილია, რომ PDE ნეიროპლასტიურობაზე ახდენს გავლენას.

ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებით გაირკვა, რომ ყველაფერი ეს კოგნიტური ჯანმრთელობისა და მეხსიერების გაუმჯობესებაზე დადებითად მოქმედებს. ამჯერად, ამერიკელმა სწავლულებმა ალცჰაიმერით დაავადებული პაციენტებისგან ამოღებულ ღეროვან უჯრედებზე ექსპერიმენტი ჩაატარეს. მათ „ვიაგრას“ შემადგენლობით მკურნალობდნენ. ხუთი დღის შემდეგ, დადებითი შედეგები უკვე შესამჩნევი იყო, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ შესაძლოა, „ვიაგრა“ მართლაც იცავდეს ალცჰაიმერის განვითარებისგან.