რუსთავში თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა საწარმო ,,პოლივიმი“ გაიხსნა. ახალი წარმოება ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შატაკიშვილმა და ქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გახსნეს. ,,პოლივიმი“, ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაა. გარდა იმისა, რომ წარმოების პროცესი არ იწვევს გარემოს დაბინძურებას, მისი ძირითადი ნედლეული, პლასტმასის მეორადი ჭურჭელია და ეკოლოგიურად ორმაგად გამართლებულია, რადგან ნარჩენების სეპარირების თვალსაზრისითაც არის მიზიდველი. წარმოება, ნედლეულის სახით პოლიეთილენის მეორადი ბოთლის გადამამუშავებელ ფანტელებს იღებს, ხოლო საბოლოო პროდუქციის სახით, პოლიესტერის სინთეზურ ბოჭკოს უშვებს. პროდუქცია ექსპორტზე თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში გადის. სინთეზური ბოჭკო ტექსტილის, ავეჯის, ტანსაცმლის წარმოებაში გამოიყენება და ნედლეულს წარმოადგენს ამ და სხვა მონათესავე დარგებისთვის. ქარხანა სრულად უცხოური ინვესტიციითა აშენებული და ამ ეტაპზე, იქ 60-მდე რუსთაველი და გარდაბნელია დასაქმებული.
რუსთავში თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა საწარმო "პოლივიმი" გაიხსნა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი