სამი 26 მაისი - დამოუკიდებლობის 36 500 დღის ქრონიკა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რით ჰგავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისგან 1918, 2011 და 2022 წლების დამოუკიდებლობის დღეები 

დღეს, 26 მაისია ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, საქართველოს სახლემწიფოებრივი დამოუკიდებლობა 100 წლისაა. ამ ას წელში ბევრი რამ მოხდა - კარგიც და ცუდიც. ის დროც იყო, როცა 26 მაისს, როგორც განსაკუთრებულ თარიღს, ყურადღებას არავინ აქცევდა და თითო-ოროლა ადამიანი იატაკქვეშ აღნიშნავდა. 30 წელია, სხვა რეალობაა - დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა „გრეხი“ აღარაა, რაც კარგია, თუმცა თუ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ქრონიკებს თვალს გადავავლებთ, მივხვდებით, რომ ზემოხსენებულ ას წელიწადში, ყველაზე დასამახსოვერბელი სამი 26 მაისია - წლევანდელი, 2011 წლის და 1918 წლის. რატომაა ახლანდელი 26 მაისი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი ანუ რით ჰგავს ერთმანეთს ეს სამი 26 მაისი? - ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებთ, მოდით, ყველაფერს ქრონოლოგიურად მივყვეთ და ჯერ 1918 წლის 26 მაისი გავიხსენოთ.

 

1918 წელი

საქართევლოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუცია უძღოდა, რომელმაც რუსეთის იმპერიაში შემავალ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანას, პრატქიკულად, იმის საშუალება მისცა, რომ საკუთარი თვითმყოფადობისთვის არათუ ებრძოლა, არამედ, ეს ბრძოლა წარმატებითაც დაეგვრიგვინებინა, ესე იგი, დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველომ დამოიკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. მანამდე კი, როგორც ქართულ „ვიკიპედიაში“ ვკითხულობთ, მოვლენები ასე ვითარდებოდა:

„1918 წლის 24 მაისს, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში, ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც  ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობდა. ჟორდანიამ დამსწრეთ, ბათუმიდან აკაკი ჩხენკელის მიერ, 23 მაისს გამოგზავნილი წერილის შინაარსი გააცნო, სადაც იგი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა. 25 მაისს, საღამოს 10 საათზე, უნდა შეკრებილიყო ამიერკავკასიის სეიმი, რომელიც ამიერკავკასიის რესპუბლიკას დაშლილად გამოაცხადებდა. მოგვიანებით, სეიმის სომეხი და აზერბაიჯანელი დეპუტატების თხოვნით, სხდომა 26 მაისის დღის 12 საათისთვის გადაიდო. ნოე ჟორდანიამ დააყენა წინადადება: საქართველოს დამოუკიდებლობა გამოეცხადებინათ მას შემდეგ, რაც სეიმი ამიერკავკასიის ფედერაციას დაშლილად გამოაცხადებდა. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას, დაუყოვნებლივ, 25 მაისს ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას - ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა. საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში, გარდა ნაციონალური დებულებებისა, შეტანილი იყო სოციალური საკითხებიც: რვა-საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვა. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.

1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის პროსპექტზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა გაიმართა, რომელმაც ნაშუადღევის 3 საათზე, ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა. იმავე დარბაზში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანია სიტყვით გამოვიდა და მისი დასრულების შემდეგ წაიკითხა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი". ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა. ამავე სხდომაზე დაამტკიცეს სამინისტროების რაოდენობა და მთავრობის პერსონალური შემადგენლობა. ასევე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი. დამოუკიდებლობის აქტი შემდგომ დაადასტურა და ოფიციალურად გამოსცა საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ პირველსავე სხდომაზე, 1919 წლის 12 მარტს. დამოუკიდებლობის აქტში ნათქვამი იყო:

  1. ამიერიდან, საქართველოს ხალხი სუვერენული უფლებების მატარებელია, ხოლო საქართველო - სრულფასოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმაა - დემოკრატიული რესპუბლიკა.
  3. საერთაშორისო ომებში საქართველო მუდმივად ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს მიუხედავად მისი ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ქმნის ყველა პირობას მის ტერიტორიაზე მცხოვრები ერების თავისუფალი განვითარებისათვის.

1918-1919 წლებში მთავრობა კოალიციური იყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა კი ასეთი გახლდათ:

მთავრობის თავმჯდომარე და შინაგან საქმეთა მინისტრი - ნოე რამიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი; სამხედრო მინისტრი - გრიგოლ გიორგაძე; ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი - გიორგი ჟურული; იუსტიციის მინისტრი - შალვა ალექსი-მესხიშვილი; სახალხო განათლების მინისტრი - გიორგი ლასხიშვილი; მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი - ნოე ხომერიკი; გზათა მინისტრი - ივანე ლორთქიფანიძე“.

 

2011 წელი...

დამოუკიდებლობიდან გავა ზუსტად 93 წელი და... საქართველო სისხლით აღნიშნავს. სხვათა შორის, მე-20 საუკუნის დასაწყისის მსგავსად, 21-ე საუკუნის პირველ დეკადაშიც სისხლიანი დრამის კვალი ჩრდილოეთამდე მივა ანუ ნინო ბურჯანაძე დასავლეთზე გაგიჟებული დღესაა, თორემ რამდენიმე წლის წინ, პირწავარდნილი რუსეთუმე იყო და, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მოსკოვში, „პაკლონნაია გორაზე“, პუტინსაც კი ხვდებოდა. 2011 წლის 26 მაისის მოვლენებში რუსულ კვალზე ეჭვი იმიტომაც გაჩნდა, რომ ბურჯანაძისა და მისი უფროსი ვაჟის, შესაძლოა, უკანონოდ მოპოვებული საუბრის ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მოსკოვზე მახვილის დასმა აშკარად ისმოდა, თუმცა მოდით, ისევ ქრონოლიგიას გადავხედოთ:

სახალხო კრებამ, რომელიც კარგა ხანი, ტელევიზიის მიმდებარედ იყო განლაგებული, დამოუკიდებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე, პარლამენტის წინ გადაინაცვლა და განაცხადა, რომ მაშინდელ ხელისუფლებას აღლუმის ჩატარების საშუალებას არ მისცემდა. თავდაპირველად, ეს მიტინგი სანქცირებული იყო, მაგრამ 25 მაისს, ღამის 12 საათზე, ვადა ამოიწურა. ამიტომ, 26 მაისის დადგომისთანავე, რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეები, სულ რამდენიმე წუთში, წყლის ჭავლით, მხუთავი აირითა და რეზინის ტყვიებით დაშალეს. მალევე, შსს-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა, თუმცა რამდენიმე ხანში, ცნობილი ხდება, რომ აქციის დაშლას მსხვერპლი მოჰყვა. კერძოდ, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შოთა უტიაშვილი მედიას აწვდის ინფრომაციას, რომ სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, აქციის დაშლის დროს, თანმხლებ პირებთან ერთად, ავტომობილების საშუალებით, რუსთაველის გამზირი დატოვა. მისი ექსკორტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი - ერთი პოლიციელი, ერთი კი აქციის მონაწილე - გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ოთხი პოლიციელი.

მოგვანებით, ხელისუფლება ლაპარაკს იმაზე იწყებს, რომ აქციის ორგანიზატორები მასობრივ არეულობასა და ძალადობის გზით ხელისუფლების შეცვლას გეგმავდნენ.

წლებია, ნინო ბურჯანაძე ამ ბრალდებას უარყოფს და ვერც ყოფილმა ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ სახალხო კრებას რამე ანტიკონსტიტუციური ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ფაქტია: მაშინდელი მოვლენების „ძაღლის თავი“ სხვაგან იყო დამარხული.

სად სხვაგან? - ამ კითხვის სავარაუდო პასუხი ისევ ჩრდილოეთამდე მიდის...

 

2021 წელი...

დღეს 26 მაისია - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავი. პანდემია რომ არა, წესით, ეს თარიღი პომპეზურად უნდა აღგვენიშნა, მაგრამ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, თუმცა დამოუკიდებლობის ასი წლის იუბილე მაინც აღინიშნება და თავისუფლების მოედანზე აღლუმიც გაიმართება.

გათამაშდება თუ არა 2011 წლის სცენარი? - იკითხვათ, ეს კითხვა რატომ გაჩნდაო. იმიტომ გაჩნდა, რომ თბილისში, ორი დღეა, „ნამახვანჰესის“ მოწინაღმდეგეთა აქციები იმართება. ვარლამ გოლეთიანმა, რომელიც რიონის ხეობის მთავარი მცველია, საზოგადოებას უკვე მოუწოდა, აღლუმზე კი არა, საპროტესტო აქციაზე მივიდეს, რადგან 26 მაისი, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი, ანუ ხალხისაა.

გიგანტური და, საერთოდ, ჰესების მშენებლობა ძალიან სენსიტიური საკითხია და ამ თემას ახლა არ განვავრცობთ, მაგრამ კითხვა კი ჩნდება: სპონტანურობით აიხსნება, თუ მიზანმიმართული დამთხვევაა, რომ რიონის ხეობის მცველებმა თბილისში აქციები, მაინცდამაინც, 23 მაისს ანუ დამოუკდიებლობის დღემდე ცოტა ხნით ადრე დაიწყეს? ასევე, საინტერესოა, აღლუმზე არმისვლის მოწოდება წინასწარ იყო ჩაფიქრებული, თუ აქაც სპონტანურობასთან გვაქვს საქმე?

ერთი სიტყვით, კითხვა ბევრია, რომელსაც პასუხი, ჯერჯერობით, არ გასცემია.

ამასობაში კი, საქართველოს დამოუკიდებლობა 100 წლის გახდა! ავად თუ კარგად, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელია!

ჰოდა, გილოცავთ!

ნინო დოლიძე