2008 წლიდან დღემდე, ოკუპანტებმა საქართველოს 2 000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს - უკანონო დაკავებების რაოდენობრივი დინამიკა წლების მიხედვით

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მაღალია ოკუპანტების მიერ 2008 წლის შემდეგ ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი. 2008 წლიდან დღემდე, ოკუპანტებმა, ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს, უკანონოდ, 1955 ადამიანი დააკავეს. ოკუპირებული ცხინვალის მხარეს კი - 1514.

წლების მიხედვით, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვს რომ დავაკვირდეთ, ვნახავთ:

ოკუპანტებმა ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს 2008 წელს 13 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2009 წელს 91. 2010-ში - 114. ყველაზე მეტი ადამიანი 2013- 2015 წლებში დააკავეს.

შემდეგ წლებში, უკანონოდ დაკავებულთა რიცხვი იკლებს - 2021 წელს 11. 2022 წელს - 13. 2023-ში კი ოკუპირებული აფხაზეთის მხარეს 20 ადამიანი დააკავეს, მათ შორის - ლევან დოთიაშვილი, რომელიც 6 ნოემბერს, თამაზ გინტურთან ერთად იმყოფებოდა. დოთიაშვილი გატაცებიდან სამი დღის შემდეგ გადმოსცეს ქართულ მხარეს.

რაც შეეხება ოკუპირებული ცხინვალის მხარეს - 2008 წელს 9 ადამიანი დააკავეს უკანონოდ. 2009 წელს 79. 2010 წელს 77 ადამიანი.

ყველაზე მეტი ადამიანი 2013-2017 წლებში დააკავეს უკანონოდ.

რაც შეეხება ბოლო წლებს, 2022-ში - 44. 2023-ში კი 31 ადამიანი დააკავეს რუსებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით, ოკუპირებული ცხინვალის მხარეს.