ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაცია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაციის ამოცანის გადასაწყვეტად შევარჩიე მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. ამას სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა: მცხეთაში ბევრი საწარმოა, ტურისტული კუთხით გამოირჩევა ყველა სეზონზე, ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია, რომელიც იყოფა ადმინისტრაციულ ერთეულებად, სოფლებად.
მცხეთა-მთიანეთში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით ოპტიმიზაციის ამოცანის გადაწყვეტის პროცესისთვის დავუკავშირდი მცხეთის მერიას. წინასწარი განცხადების საფუძველზე ელექტრონულად გამომეგზავნა ამ თემასთან დაკავშირებული ფაქტიური მონაცემები, რომლის გაცნობის საფუძველზე შემიძლია ჩამოვაყალიბო პრობლემები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

  • ნარჩენების კონტეინერების ნაკლებობა, რის გამოც მოსახლეობისათვის ნარჩენების შეგროვების სერვისის მიწოდება ხდება მუნიციპალიტეტში შემავალი 22 ადმინისტრაციული ერთეულიდან,ქ. მცხეთიდან და 62 სოფლიდან მხოლოდ 50-დან. 12 სოფელი რჩება მომსახურების გარეშე. ეს სოფლებია:ბურიანი, ჭილაანთკარი, მშრალხევი, ხეკორძ, სათოვლე, კარსანი, ბევრეთი, ტაბარუკი, ლელობი, ძალაანთხევი, აგარაკი, ნახშირგორა.
  • დასახვეწია ნარჩენების მართვის სტანდარტიზაციის სისტემა რეგიონისთვის. საქართველოში არ არსებობს ეროვნული სტანდარტი ნარჩენების მართვის სფეროში. მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ინსტრუქციები, ტექნიკური ნორმები, რომლის განხორციელების და დანერგვის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ნარჩენების მართვის პრობლემების გადაჭრა. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის  2023-2027 წლების გეგმაში წერია, დაბალია ცნობადობა მომუშავე პერსონლის, თუ რა მიდგომები არსებობს ევროპულ ქვეყნებში ნარჩენების მართვის სფეროში.

          არ ხდება მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში ქუჩების დაგვა. მრავლად არის არარეგალური ნაგავსაყრელები სოფლებში, ძირითადად მდინარეები და ღელეს პირები. მუნიციპალიტეტი არ აღრიცხავს ნარჩენებს სახეობებისა და მახასიათებლების მიხედვით. არ ხდება ნარჩენების სეპარირება შეგროვების ეტაპზე, არ არის დანერგილი კომპოსტირების პრაქტიკა.

2016 წლის პირველ აპრილს საქართველოს მთავრობის დადგენილება N159 მიღებული რეგლამენტის, რომელიც ეხება “ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშაების წესს“.
მე-12 მუხლი ეხება მუნიციპალური ნარჩენების ნაკადებს, სადაც აღნიშნულია, რომ

„მომსახურების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა უნდა მოიპოვოს და გამოიყენოს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მოსახლეობის რაოდენობა;
ბ)  მომსახურების არეალში ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენების საშუალო რაოდენობის განსაზღვრა, რითიც დავადგენთ შესაგროვებელი ნარჩენების დღიურ რაოდენობას.
გ) ნარჩენების შემგროვებელ ავტომანქანაში შესაძლებელი ჩატვირთვის ზომა და  მოცულება;

დ) საჭიროა განისაზღვროს შეგროვების ოპტიმალური მარშრუტი (Route), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ან გეოგრაფიულ საზღვერებს ემთხვევა.
ოპტიმალური მარშრუტი მოგვცემს საშუალებას შევამციროთ მომსახურების დრო, განვსაზღვროთ ნაგავმზიდების გაჩერებისა და კონტეინერების რაოდენობა.

ნაგავმზიდი მანქანების მარშრუტის ოპტიმიზაციისთვის გამოვიყენე Geovision პროგრამა, 2005 წლიდან არის ბაზარზე და უზრუნველყოფს რომ თავიანთმა მომხმარებლებმა შეძლონ გონივრული  მარშრუტის დაგეგმვა და სატრანსპორტო საშუალებების ცოცხალი თვალთვალი.

ეს პროგრამა გვეხმარება მარშრუტის პერსონალიზირებულ და ოპტიმალურ დაგეგმვაში სხვადასხვა ბიზნესის მოდელის თავისებურობიდან გამომდინარე.
ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურს არ გააჩნია ნარჩენების ტრანსპორტირების ნახაზები და რუკები. სამომავლოდ მუნიციპალიტეტი გეგმავს შეიმუშაოს ნარჩენების ტრანსპორტირების რაციონალური მარშრუტების ამსახველი რუკა.

როგორც ტექნიკურ რეგლამენტშია აღნიშნული ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირების სისტემების შემუშავებისა და მომსახურების ოპტიმიზაციის მისაღწევად საჭიროა სწორი მარშრუტების დადგენა. მომსახურებით დაფარული ტერიტორიის ზონებად (სოფელი) დაყოფა იმის მიხედვით თუ რომელ ზონას რომელი მანქანა მოემსახურება.

ოპტიმიზაციის ამოცანის გადასაწყვეტად პირველ რიგში შევაგროვე ინფორმაცია მცხეთის და მისი სოფლების შესახებ. მოსახლეობის რაოდენობა, ნარჩენების რაოდენობა, ურნების რაოდენობა, მცხეთის მუნიციპალიტეტში ნარჩენების შემგროვებელი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და მონაცემები.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება პასუხისმგებელია ტერიტორიაზე წარმოქნილი ნარჩენების მართვაზე, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მცხეთის მერია პასუხისმგებელია მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასა და ტრანსპორტირებაზე, ქუჩების, სკვერების, პარკებისა და სხვა საზოგადოებრივი ადგილების დასუფთავებაზე.

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებასა და გატანს მუნიციპალიტეტის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე უზრუნველყოფს ააიპ მცხეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური.
მცხეთის მუნიციპალიტეტში შეგროვებული ნარჩენი გადააქვთ კასპში, ახტალას ტერიტორია სოფელ მიქელწყაროსთან 6კმ-ში, ნაგავსაყრელზე.

ქ.მცხეთის კეთილმოწყობის სამსახურს ყავს ნარჩენების შემგროვებელი, საწნეხით აღჭურვილი ნაგავმზიდები. ჯამში 10 ერთეული.

სატრანსპორტო საშუალების სახეობა

რაოდენობა

ტევადობა (მ3)

ტონებში

მერსედეს - ბენცი

1

7

3.5

მერსედეს - ბენცი

1

7

3.5

მერსედეს - ბენცი

1

7

3.5

მერსედეს - ბენცი

1

13

6.5

მერსედეს - ბენცი

1

13

6.5

მერსედეს - ბენცი

1

13

6.5

ფორდი

1

13

6.5

ფორდ კარგო

1

13

6.5

ფორდი

1

13

6.5

ფორდ კარგო

1

18

9

 

არსებობს დაპრესილი და დაუპრესავი ნარჩენი. 1კბ.მ დაახლოებით იწონის 500კგ დაპრესილ ნაგავს, 150 კგ დაუპრესავ ნაგავს. ვინაიდან ეს მანქანები პრესავენ ნაგავს, კუბურ მეტრებში მოცემული ციფრები რომ გადაგვეყვანა ტონებში გავამრავლე 0,5-ზე, შესაბამისად მივიღეთ რომ მცხეთის მუნიციპალიტეტს ყავს 3 ცალი მერსედეს ბენცის მარკის 3,5 ტონიანი ნაგამზიდი, 3 ცალი მერსედეს ბენცის მარკის 6,5ტონიანი, 3 ცალი ფორდის მარკის 6,5 ტონიანი, 1 ცალი 9 ტონიანი ფორდ კარგოს მარკის ნაგავმზიდი.

Geovision პროგრამაში რუტების დასათვლელად საჭიროა გათვლების ჩატარება:

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სულ 48154 კაცი და 1674 ურნაა. ვინაიდან და რადგანაც ზემოთ აღვნიშნე, რომ მცხეთაში არის არასაკმარისი ურნები, სოფლების მიხედვით გავზარდე ურნების რაოდენობა 1674 ურნამდე.   ურნები იმ სოფლებშიც დავამატე, რომლებშიც არ დგას დღეის მდგომარეობით.  ურნების გაზრდის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში:
მინდა რომ გავზარდო იმ დღეების რაოდენობა, როდესაც საშუალოდ ივსება სანაგვე. გავაკეთე დაშვება რომ საშუალოდ 5დღეში გაივსება ნაგვის ურნა. 5 დღე ავირჩიე, რადგან სამუშაო კვირასთან შედარებით ახლოს არის და ერთხელ მაინც ორჯერ თუ ვერა უნდა მივიდნენ მანქანები თითოეულ ურნასთან.

იმისათვის, რომ დავთვალოთ ჯამში მაქსიმუმ რამდენი ტონა ნარჩენი უნდა გადაიტანოს ნაგავმზიდებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში გამოვიყენეთ ორი მეთოდის მაქსიმუმი.

მეთოდ 1-ში დავთვალეთ მოსახლეობის მიხედვით, მეთოდ 2-ში ურნების რაოდენობის მიხედვით. საბოლოოდ გავითვალისწინე ყველაზე დიდი ციფრი ამ ორი მეთოდის გამოთვლებით, რომ არცერთი დათვლის მეთოდი არ დარღვეულიყო.

მეთოდი 1-ის rate-ში დათვლილია მოსახლეობის წილი, Year-ში მოსახლეობის წილი გამრავლებულია ნარჩენების რაოდენობაზე ტონებში, Day-ში წლის განმავლობაში მიღებული ნარჩენი გაყოფილია 365-ზე  და იმისათვის რომ გაგვეგო დღეში ურნაში რამდენი ტონა ნარჩენი იყრება Day- ის სვეტში მიღებული ციფრი გაყოფილია ურნების რაოდენობაზე.

მეთოდი 2-ის rate-ში დათვლილია ურნების რაოდენობის წილი, Year-ის სვეტში rate-ში მიღებული ციფრი გამრავლებულია წლის განმავლობაში გამოყოფილ ნარჩენზე, Day-ის სვეტში გაყოფილია 365-ზე და ბოლოს გაყოფილია ურნების რაოდენობაზე.

საბოლოოდ არცერთი მეთოდი რომ არ დარღვეულიყო ავიღე მეთოდი 1-ისა და მეთოდ 2-ის გამოთვლებით დღეში რამდენი ტონა ნაგავი იყრება ურნაში ამათი მაქსიმუმი.

როგორც ზემოთ აღვნიშნე დაუპრესავი ნაგავი იწონის 150 კგ. იმის დასადგენად თუ რამდენ დღეში გაივსება ურნა 0,15 ტონა გავყავი მაქსიმუმის სვეტში მიღებული ნარჩენების რაოდენობაზე. შესაბამისად მივიღეთ რომ ყოველ 5 დღეში მოხდება ნარჩენების უტილიზაცია.
იმისათვის რომ Geovision პროგრამას დაეთვალა 1 კვირის განმავლობაში თითოეული მანქანის მარშრუტი, საჭირო იყო შემდეგი ინფორმაციის ატვირთვა:
ავიღე სოფლები, დავნომრე ამ სოფლებში არსებული ურნები, მარტივი რომ ყოფილიყო განსაზღვრა, Google map-ის დახმარებით მოვიძიე თითოეული ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების, ასევე ნაგავსაყრელისა და მცხეთის ნაგავმზიდი მანქანების ავტოსადგომის გრძედი და განედი, ნაგავმზიდი მანქანის ურნის დაცლისთვის საჭირო დრო ავიღე 4 წთ, 1 თვის განმავლობაში ანუ 4 კვირაში სოფლებში  1 ნაგავმზიდის მუშაობის სიხშირე დავუშვი 8 დღე, ვინაიდან კვირაში 2 დღე მუშაობს, მცხეთაში კი 24 დღე, რადგან ყოველ დღე მიდის მანქანა ურნების დასაცლელად. თვეში კი 24 სამუშაო დღეა. მანქანები, რომლებიც კვირაში ორჯერ მუშაოებენ გავლენ სამი დღის გამოტოვებით. პირობითად ორშაბათი-ხუთშაბათი ან სამშაბათი-პარასკევი- ან ოთხშაბათი შაბათი. მცხეთაში კი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით ყოველ დღე ივლიან.
შედეგად მივიღეთ 10 რუტი.

 

 

Outlet Count-ში მითითებულია დღეში რამდენ ურნას მოივლის თითოეული მანქანა, Visit count-ში კვირის განმავლობაში, ის მანქანები, რომლებიც ქ. მცხეთის ურნებს ემსახურებიან დღეში ურნების რაოდენობა გამრავლებულია 6-ზე, ხოლო დანარჩენ სოფლებში რომლებიც მიდიან იმათი რაოდენობა გამრავლებულია 2-ზე. მაგალითისთვის MB-I_3.5 მანქანა ემსახურება პატარა ქანდის, ქსოვრისის, ვარდისუბნის, ვაზიანისა და ძველი ქანდის ურნებს. დღეში უნდა მოიაროს 134 ურნა, კვირაში კი 134*2= 268 ურნა, კვირის განმავლობაში მას დასჭირდება 32:52 წთ

პროგრამის დახმარებით რუტში გაწერილია რომელი მანქანა, რომელი სოფლის, რომელ ურნასთან უნდა მივიდეს რომელ დღეს. დღეში რა მანძილს გაივლის, სამუშაო დრო რა იქნება, მგზავრობის დრო, ჯამური დრო, ჯამური წონა რამდენ კგ ნარჩენს დაპრესავს.

განვიხილავ MB-I-3.5 მანქანას.

ორშაბათს მოივლის 44 ნაგვის ურნას, გაივლის 84,45კმ-ს, სამუშაოსთვის დასჭირდება 2:56 სთ, მგზავრობაში დაკარგავს 1:57-ს, ჯამში 4:53 სთ. დღის ბოლოს ნაგავმზიდზე იქნება 3402,66კგ ნარჩენი.

მოცემული გეგმით, რომ იმუშაონ მცხეთის მუნიციპალიტეტის ნაგავმზიდებმა ქ.მცხეთის გარდა ყველგან ჩაეტევიან დროში. ქ.მცხეთას რაც შეეხება არსებული სიტუაციით არ არის საკმარისი ნაგავმზიდი მანქანები, რადგან ყოველ დღე 160 ურნის დაცლა, როცა ერთი ურნის დაცლას სჭირდება ოთხი წუთი, სამუშაო დრო გამოდის 10:36 სთ, კვირაში 63:36 წთ, რაც ეწინააღმდეგება შრომითი კოდექსის მოთხოვნებს.
დასკვნით სახით მინდა აღვნიშნო, რომ თანამედროვე კომპიუტერულ ტექნოლოგიებს აქვთ ბევრი შესაძლებლობა ოპტიმიზაციის სხვადასხვა ამოცანების გადასაწყვეტად. მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგიები იყოს დანერგილი, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს მოგვცემს საშუალებას ოპტიმალურად გამოვიყენოთ საბიუჯეტო სახსრები და მივმართოთ გამონთავისუფლებული ფინანსები რეგიონის სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაწყვეტად.

 

გაუს დოქტორანტი თამარ ნინიძე