ზუროსმა კალათბურთელთა შეკრება დაიწყო

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავკაცმა ილიას ზუროსმა ეროვნული გუნდი სლოვენიაში ჩაიყვანა და ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადება დაიწყო. გუნდი სლოვენიის ქალაქ როგლაში 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე მოემზადება, შემდეგ კი ამხანაგურ მატჩებს გამართავს და ოფიციალურ შეხვედრებს წესით ფორმის პიკში უნდა შეხვდეს. 24 აგვისტოს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისში ნიდერლანდებს ვმასპინძლობთ, 27 აგვისტოს კი ბრეშაში იტალიას ვსტუმრობთ. ამის შემდეგ, ჩვენი გუნდი სრულად ევრობასკეტის მატჩებზე გადაერთვება. აი, ევრობასკეტის კალენდარიც:

1 სექტემბერი: ბელგია - საქართველო

3 სექტემბერი: საქართველო - ესპანეთი

4 სექტემბერი: თურქეთი - საქართველო

6 სექტემბერი: საქართველო - ბულგარეთი

7 სექტემბერი: მონტენეგრო - საქართველო