შიო მღვიმეში ტურისტების, მომლოცველებისა და ბერ-მონაზვნების გადაადგილება შეიზღუდება - გეოლოგების რეკომენდაციები

News
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, გოჩა ქავთარაძის განაცხადებით, შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ასევე ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სპეციალისტები და მიმდინარეობს დაკვირვება.

„გეოლოგიური სამსახურის რეკომენდაციის შესაბამისად, დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს ჩამოშლილი მასის გატანა ხევის ტერიტორიიდან. რა თქმა უნდა, ადგილზე იმყოფებიან სპეციალისტები. გაწმენდითი სამუშოები მიმდინარეობს უსაფრთხოების გათვალისწინებით. სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული “, – განაცხადა გოჩა ქავთარაძემ.