მეხსიერების ბარათი კვერცხისგან

News
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინელმა სწავლულებმა გუჩჟოუს ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან, კვერცხის ნაჭუჭისგან შექმნეს მოწყობილობა, რომელსაც მონაცემების შენახვა შეუძლია. საამისოდ, სპეციალისტები სამი საათის განმავლობაში ფქვავდნენ ნაჭუჭს, რათა მისგან ნანოზომის ფხვნილი მიეღოთ. წინასწარი გაშრობის შემდეგ, ის სპეციალურ ნივთიერებაში გახსნეს და ზედაპირზე დადეს, რითაც მეხსიერების ჩიპის ელექტროლიტური ნაწილი ჩამოყალიბდა. როგორც ამბობენ, მიღებული მოწყობილობა პერსპექტიული ენერგოდამოუკიდებელი მეხსიერებაა, რომელიც უფრო სწრაფი შეიძლება იყოს და უფრო ნაკლებად ენერგოხარჯიანი, ვიდრე დღევანდელი ფლეშ-მეხსიერებები. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მომავალში, კვერცხის ნაჭუჭისგან მიღებულმა მოწყობილობამ შეიძლება ელექტროლიტები ჩაანაცვლოს.