პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ჩაეყარა ფუნდამენტი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ - ილია დარჩიაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
 
 წელს პირველად, ამ უმნიშვნელოვანეს დღეს ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსით ხვდება, რაც ძალიან სიმბოლურია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველმა გუნდმა საქართველოს ევროპული ინტეგრაცია შეუქცევად პროცესად აქცია.

„მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დროს ჩაეყარა ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ გზას ვაგრძელებთ და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ჩვენმა ხელისუფლებამ ვაქციეთ შეუქცევად პროცესად. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერი, სუვერენული იყოს და იყოს ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი.
ჩვენ ევროპულ მომავალს სწორედ ერთიანი საქართველოს პრიზმიდან ვუყურებთ. ჩვენი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლის გადაწყვეტაზეც ვზრუნავთ. სამშვიდობო პოლიტიკას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მშვიდობით, ქვეყნის თანმიმდევრული გაერთიანებით მივაღწიოთ ქვეყნის დეოკუპაციას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებით მივაღწევთ იმას, რომ საქართველო გამთლიანდება და ერთიან ევროპულ ოჯახში გამთლიანებული და გაერთიანებული საქართველო გაწევრიანდება“, - განაცხადა მინისტრმა.