მიქაუტაძე დამარცხდა, მაგრამ იბრძოლებს

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდა. ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცს“ ქვეყნის ჩემპიონი, „პარი სენ ჟერმენი“ ესტუმრა. სტუმრებმა 12 წუთში, ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა მშვიდად მიიყვანეს სასურველ დასასრულამდე. რაც შეეხება ქართველის გარჯას, მან სრული 90 წუთი ითამაშა, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოახერხა. მისი დარტყმული კეილორ ნავასმა ორჯერ მოიგერია და განსაკუთრებით აღსანიშნავი მეორე დარტყმაა, როცა გიომ მცველი მოატყუა, მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ აჯობა.

სეზონის შედეგების მიხედვით, „მეცმა“ მე-16 ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ უძლიერესთა შორის დასარჩენად, ქვედა დივიზიონის კლუბთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა. თუ მიქაუტაძის გუნდს რამე ამბიცია და სამომავლო გეგმები აქვს, ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა მოიგოს და ქომაგების, თუ სამწვრთნელო შტაბის მთავარი იმედი, სწორედ ქართველი ფორვარდია.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე