გარდაიცვალა სოსო ჯაჭვლიანი - მოგონებები მსახიობის ცხოვრებიდან

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

65 წლის ასაკში მსახიობი, რეჟისორი და სპორტსმენი სოსო ჯაჭვლიანი გარდაიცვალა. სოსო ჯაჭვლიანი ბოლო წლების განმავლობაში მძიმე დაავადებას ებრძოდა, ის სამ­კურ­ნა­ლოდ თურ­ქეთ­ში წა­იყ­ვა­ნეს. მე­გობ­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ თავს უკეთ გრძნობ­და, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, და­ა­ვა­დე­ბას ვერ მო­ე­რია. 

"სი­ცო­ცხლე მხო­ლოდ იმი­ტომ ღირს, რომ მე­ნა­ხა ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის გვერ­დში დგო­მა და სიყ­ვა­რუ­ლი. პა­ტი­ვის­ცე­მით და დიდი სიყ­ვა­რუ­ლით სოსო ჯაჭვლი­ა­ნი."

სოსო ჯაჭვლიანმა 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

არის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია „ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 

შეს­რუ­ლე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი კი­ნო­რო­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა თენ­გიზ აბუ­ლა­ძის "ნატ­ვრის ხეში" გე­დი­ას როლ­მა.

ასევე გადაღებულია შემდეგ ფილმებში: 

„ამაღლება“;  „ძმა“, „სიბრძნის კარავი“, „სამი ალიყური“, „თეთრი ბაირაღები“, „უძინართა მზე“,  „სვანი“,  „მაიტა ნასოსი“ და სხვა.

არის დამდგმელი რეჟისორი ფილმებისა – „ჩემი პირველი სიყვარული“, „მანიაკები? ფანატიკები?“,  „სვანი“ , „მაიტა ნასოსი“.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი – „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“.

სოსო ჯაჭვლიანი მხატვრულ სურათში „ნატვრის ხე“ ერთ-ერთ როლს ასრულებდა. „ფილმ „ნატვრის ხის“ გადაღებები ბედნიერ და ტკბილ მოგონებად დამრჩა. ისეთი ბუმბერაზი, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ ამ ფილმში, რომლებთანაც ურთიერთობა ერთ ცხოვრებად ღირს.

"თენგიზმა სათვალიდან ამომხედა. რეზომ ხმამაღლა უთხრა: ჰა, როგორი ბიჭია, აბა ნახეო. თენგიზი უფრო კარგად დამაკვირდა. ბოლოს მკითხა, რას აკეთებ კინოსტუდიაშიო. მეც უკან აღარ დავიხიე და ისიც მოვატყუე, გამნათებელი ვარ-მეთქი.

არ დამავიწყდება თენგიზ აბულაძის ჩაღიმება, მითხრა, ვიცოდი, რომ მატყუებდი, ვიცოდი, ვინც ხარ, გედიას როლისთვის მინდა გაგსინჯო. შენ კიდევ ხუმრობ და მეც აგყევი ხუმრობაშიო"

სოსო ჯაჭვლიანის კადრები "ნატვრის ხიდან":

 ვიდეო კადრები იხილეთ აქ: