რა საკითხები განიხილეს სინოდის სხდომაზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა. სხდომა პატრიარქის მოწვევით გაიმართა და მას მაღალი იერარქიის სასულიერო პირები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სასულიერო პირებმა განიხილეს ბოლო დროს ეკლესიაში დაგროვილი საკითხები. დეტალები სინოდის განჩინებაში იქნება ასახული, რომელიც საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„არცერთი ის განცხადება, რაც აქამდე გაკეთდა, თითქოს მძიმე საკითხები უნდა ყოფილიყო გამოტანილი სხდომაზე, არ გამართლდა მორიგ ჯერზე. ამიტომ, დავიმახსოვროთ ეს ყველამ და ტყუილად ნუ შევიყვანთ ხოლმე მოსახლეობას შეცდომაში. მიმოხილული იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი ტაძრების მდგომარეობა, იმ ეპარქიების მდგომარეობა, სადაც საოკუპაციო ხაზი გადის. მიმოხილული იყო ეპარქიები მაღალმთიან რეგიონებში, ასევე ზოგადად იყო განხილული პოლიტიკური და საომარი ვითარებები ჩვენს რეგიონსა და სამეზობლოში ხდება“, - აღნიშნა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრია ჯაღმაიძემ.