რამდენად საშიშია ტელეფონის ხშირად გამოყენება და აქვეითებს თუ არა მხედველობას

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

21-ე საუკუნე ციფრული საუკუნეა, ჩვენ ყოველდღიურად ძალიან დიდ დროს ვუთმობთ ტელეფონით საუბარს, წერას , მუშაობას თუ უბრალოდ „სქროლვას“ , ხანდახან გაუაზრებლად მთელი დღის მანძილზე უწყვეტად ვიყენებთ ტელეფონს და ვერც კი ვხვდებით რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძლია ტელეფონს და ინტერნეტს ჩვენთვის.

უფრო ცუდი ამ ამბავში ის არის, რომ ზრდასრულ ადამიანებთან ერთად ტელეფონს პატარა ბავშვებიც დიდი დოზით მოიხმარენ, იციან თუ არა მათმა მშობლებმა რა დიდი ზიანი ადგებათ ამით მათ შვილებს?

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, მობილური მოწყობილობების მომხმარებელთა 71%-ს ძილის დროს ტელეფონი აუცილებლად საწოლის მახლობლად უდევს. 35%-მა კი აღიარა, რომ დილას ტელეფონის აღებით იწყებს, გაღვიძებისთანავე ტელეფონს რთავს და სასწრაფოდ ეცნობა გამოტოვებულ ინფორმაციებს.

იცანით საკუთარი თავი?

დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ციფრულ მოწყობილობათა ეკრანების უმეტესობა (იქნება ეს კომპიუტერი, პლანშეტი თუ ე. წ. სმარტფონი) გამოასხივებს ლურჯი სპექტრის მოკლეტალღოვან სინათლეს ანუ სპექტრის იმ ნაწილს, რომელიც იწვევს თვალების გადაღლას. აღმოჩნდა, რომ ამ სინათლეს უარყოფითი გავლენა აქვს ტვინზეც. როდესაც ღამდება და დაძინების დრო დგება, თვალების რეცეპტორთა აქტიური გაღიზიანება ატყუებს ტვინს და აძლევს იმ შეგრძნებას, თითქოს ჩვენ ისევ დღის პერიოდისათვის დამახასიათებელ ღვიძილის ფაზაში ვართ, შედეგად ფერხდება მელატონინის გამომუშავება. ეს უკანასკნელი ხომ ის ჰორმონია, რომელიც ხელს უწყობს ჩაძინებას და კომფორტულად გამოღვიძებას. ამის გამოა სწორედ, რომ ადამიანებს ხშირად უჭირთ დაძინება და გამოღვიძებაც. როგორც უნდა შეეცადოთ თქვენი განრიგით ცხოვრებას, თავის ტვინს დღე-ღამის რიტმები სინათლის ციკლზე აქვს აწყობილი.

ამასთანავე, ფსიქოლოგები ხშირად მოუწოდებენ მშობლებს მოარიდონ ბავშვები ციფრულ მოწყობილობებს, რადგან ეს უკანასკნელი აქვეითებს ბავშვის კომუნიკაციის უნარს, სოციალიზაციას და ა.შ

_რა პრობლემებს უქმნის მოზარდს განვითარებაში სოციალური ქსელი?

_რეალურ სამყაროში სოციალიზაციას ხელს უშლის. ის რაც ადრე იყო და ბავშვებს ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდათ, ეზოში ჩადიოდნენ, თამაშობდნენ ეს დღეს აღარ არის. ასევე შეძლება კომუნიკაციის უნარი დაუქვეითდეს ბავშვს, უფრო მორცხვი გახდეს და რეალურ ცხოვრებას აცდეს.- ამბობს ფსიქოლოგი მარიამ მგალობლიშვილი ჩვენთან ინტერვიუში

გარდა ფსიქოლოგიური პრობლემებისა, სმარტფონების ხშირმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური განვითარების გადახრები. როგორც კვლევამ აჩვენა, მსგავსმა პრაქტიკამ შეიძლება დააქვეითოს მხედველობა.

მხედველობის ხარისხის დაქვეითება განსაკუთრებით შესაძლებელია განაპირობოს სმარტფონის ღამით გამოყენებამ მოწყობილობის ეკრანიდან წამოსული სხივით. ბევრი ადამიანი ხანგრძლივად იყენებს ტელეფონს, რაც თვალების დატვირთვას ზრდის. ექსპერტების დასკვნით, ტელეფონით ხანგრძლივი გატაცებისას ადამიანი კარგავს ურთიერთობის უნარებს. მისთვის რთულდება ახლობლებთან ურთიერთობა და ვითარდება აგრესია.

ამერიკული პედიატრთა აკადემია აცხადებს, რომ 0-2 წლის ასაკში ბავშვი ელექტრონული მოწყობილობის ზემოქმედების ქვეშ არ უნდა იყოს. 3-დან 5 წლამდე პერიოდში დღეში მაქსიმუმ 1 საათით, ხოლო 6-დან 18 წლამდე ასაკში დღეში მაქსიმუმ 2 საათით აქვთ გაჯეტების გამოყენების უფლება.

ამავე დროს, სტატისტიკა ირწმუნება, რომ თანამედროვე ბავშვები ეკრანის წინ საშუალოდ დღეში 6-7 საათზე მეტ დროს ატარებენ! ამერიკელი ბავშვების უმეტესობა მობილურ მოწყობილობებს 2 წლიდან იყენებენ, ხოლო 7-8 წლიდან უკვე ინტერნეტზე მუდმივი ხელმისაწვდომობა აქვთ.

პედიატრი კრის როუენი დაჟინებით გირჩევთ, რომ 12 წლამდე ბავშვებს ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება უფლება აუკრძალოთ.

რას ამბობენ ექიმები ?

მიუხედავად მყარი სამეცნიერო დასკვნების არარსებობისა, ამერიკის ონკოლოგიური საზოგადოება (ACS) ამტკიცებს, რომ არსებობს საკმაოდ რეალისტური საფრთხე იმისა, რომ ტელეფონებს შეუძლია ტვინის სიმსივნის და თავის და კისრის მიდამოებში სხვადასხვა სახის სიმსივნეების წარმოქმნის რისკის გაზრდა.

ძალიან მაღალი ინტენსივობის შემთხვევაში რადიოტალღებს შეუძლია სხეულის ქსოვილის გაცხელება. ამ პრინციპზეა დაფუძნებული მიკროტალღური ღუმელების მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ენერგია, რომელსაც მობილური ტელეფონები ასხივებს შეუდარებლად მცირეა და ის არ არის საკმარისი ადამიანის ორგანიზმში ტემპერატურის გაზრდისათვის, ACS-ის მკვლევრები ამბობენ, რომ მკაფიოდ არ არის გარკვეული აყენებენ თუ არა ისინი ზიანს ადამიანს, ამიტომ მათი რეკომენდაციაა ადამიანებმა მობილურებით სარგებლობის დრო შეამცირონ.

ათი მიზეზი თუ რატომ უნდა აუკრძალოთ ბავშვებს ტელეფონი:

  • გაჯეტებზე დამოკიდებულება
  • მავნე გამოსხივება
  • ტვინის განვითარებაზე გავლენა
  • განვითარების შეფერხება
  • გასუქება
  • ძილის პრობლემები
  • ფსიქოლოგიური აშლილობა
  • აგრესიულობა
  • ციფრული დემენცია
  • რეალობის დაკარგვა

_რა პრობლემებს უქმნის მოზარდს განვითარებაში სოციალური ქსელი?

_რეალურ სამყაროში სოციალიზაციას ხელს უშლის. ის რაც ადრე იყო და ბავშვებს ცოცხალი კომუნიკაცია ჰქონდათ, ეზოში ჩადიოდნენ, თამაშობდნენ ეს დღეს აღარ არის. ასევე შეძლება კომუნიკაციის უნარი დაუქვეითდეს ბავშვს, უფრო მორცხვი გახდეს და რეალურ ცხოვრებას აცდეს. თუმცა უნდა ითქვას, რომ იმ შესაძლებლობას რასაც მოზარდებს ინტერნეტი აძლევს შეიძლება მშობელმა ვერ მისცეს.

 

_ციფრული სამყაროსგან გათავისუფლებისთვის საჭირო გზები და რეკომენდაციები:

დაუსვით საკუთარ თავს კითხვა,რატომ არის სოციალური ქსელები თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას გაძლევთ? რამდენი დრო მიაქვს თქვენი?

დაუწესეთ საკუთარ თავს კონტროლი დრო და საათები, როდესაც არ გამოიყენებთ მობილურ ტელეფონს. ასეთი სტრატეგია ძილის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან შეხვედრის დროს ეცადეთ საერთოდ არ აიღოთ ხელში ტელეფონი. დაიჭირეთ რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობებისგან მიღებული სიამოვნება ბოლომდე.

გააკონტროლეთ ინტერნეტში „სეირნობის“ დრო, ერთი საათი ან საათნახევარი საკმარისია, სუფთა ჰაერზე სეირნობა და რეალური ურთიერთობა ბევრად უფრო სასიამოვნოა და ნაკლები ზიანის მომტანი ფსიქიკისთვის.

ამავე თემაზე:   სოციალური ქსელების უარყოფითი გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე - ინტერვიუ ფსიქოლოგთან

 

 

ავტორი-სალომე ნოზაძე