კინოფირები გაციფრულებულია და არქივში ინახება - არქივის დირექტორი ხანძარის შედეგზე

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის, თეონა იაშვილის განცხადებით, არქივის შენობის ეზოში ცეცხლი გაუჩნდა კინოფირების საცავს. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია.

"საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე, ეზოში, ცალკე მდგომ კინოფირების საცავს გაუჩნდა ხანძარი, სადაც ინახებოდა ნიტროფირები. ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებულია, ცეცხლი ჩამქრალია, გამოძიება დაადგენს დეტალებს. ადამიანები არ დაშავებულან", - განაცხადა მან.

ეროვნული არქივის განცხადებით, ყველა ფირი გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება - მათი თქმით, ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა.

წუხელ თბილისში, საქართველოს ეროვნული არქივის შენობის მიმდებარედ ხანძარი იყო.