მარტვილში ცოფის დადასტურების გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის გამო, ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა.

კარანტინის პერიოდში იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც.

"მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.
კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.
განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.
არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.
ცნობისთვის, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 10 ადამიანის დაკბენვის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები" - წერია განცახებაში,
რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ჯამში ძაღლმა მარტვილში, სხვადასხვა ადგილას 22-მდე ადამიანს უკბინა.