რა ხდება ისრაელში - ბოლო ცნობები ეპიცენტრიდან

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, "ჰამასის" თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა. სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი.

ცნობისთვის, დღეს ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. მისმა მეთაურმა თავდასხმას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებული ძალების ცნობით, ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმებს ახორციელებენ - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

"ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს" - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტიმ, პალესტინური დაჯგუფების, "ჰამასის" მიერ თავდასხმისა და ისრაელის ტერიტორიაზე სამხედროების შესვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შაბათ დილით "ჰამასმა" უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო.

"დღეს დილით ჰამასმა უდიდესი შეცდომა დაუშვა და ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ომი დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ ყოველ ტერიტორიაზე იბრძვიან. ისრაელის ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, უსაფრთხოების ინსტრუქციებს მიჰყვნენ. ისრაელის სახელმწიფო ამ ომს მოიგებს", - განაცხადა გალანტმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ომშია.

"ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ. აქამდე არასოდეს იცოდნენ. - თქვა ნეთანიაჰუმ