თურქეთის პრეზიდენტი ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ინტერვიუს დროს ცუდად გახდა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ერთ-ერთი ტელევიზიის პირდაპირი ეთერის დროს ცუდად გახდა. სამშაბათს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში თურქეთის ლიდერს სამი გამოსვლა ჰქონდა. საღამოს ის ინტერვიუს აძლევდა Ulke TV-ს და Kanal 7-ს.

მედიის ცნობით, ერდოღანის სატელევიზიო გამოსვლა დაგეგმილზე დაახლოებით 90 წუთით გვიან დაიწყო და დაწყებიდან 10 წუთში შეწყდა.

ინტერვიუ დაახლოებით 15 წუთში განახლდა და თურქეთის პრეზიდენტმა თქვა:

"გუშინ და დღეს მძიმე დღეები იყო. სწორედ ამიტომ დამემართა კუჭის გასტროენტერიტი".

არჩევნები თურქეთში 14 მაისაა დაგეგმილი. 69 წლის ერდოღანის მთავარი მოწინააღმდეგე ქემალ კილიჩდაროღლუა.