უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია - ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

უკრაინაში ისევ საჰაერო განგაშია. ღამით აფეთქებების ხმა კიევშიც ისმოდა. დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ადგილზე საჰაეროთავდაცვა მუშაობს. მოსახლეობას მოუწოდებენ, განგაშის დასრულებამდე დარჩნენთავშესაფრებში

ჩერკასის ოლქში, ქალაქ უმანში რუსული რაკეტა მოხვდა 9 სართულიანსაცხოვრებელ კორპუსს. შედეგად დაიღუპა 3 და დაშავდა 8 ადამიანი. ადგილზე ამდრომდე მუშაობს სამაშველო და სასწრაფო დახმარება.

დნიპროპეტროვსკზე თავდასხმას შეეწირა ორი ადამიანის სიცოცხლე, გარდაცვლილია ქალი და 3 წლის ბავშვი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ხარკოვის ოლქიც. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 მოქალაქე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთშიდეპორტაცია გენოციდად აღიარა.