ავღანეთში უნივერსიტეტები გაიხსნა - ქალებს სწავლა კვლავ ეკრძალებათ

მსოფლიო პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ავღანეთის უნივერსიტეტებში 6 მარტს ზამთრის არდადეგების შემდეგ დაბრუნდნენ კაცი სტუდენტები, ქალებს კი თალიბანის ხელისუფლება სწავლას კვლავ უკრძალავს.

უნივერსიტეტში განათლების მიღების აკრძალვა ერთ-ერთია ქალებისთვის შემოღებული იმ შეზღუდვებიდან, რომლებიც თალიბანმა დააწესა, მას შემდეგ, რაც 2021 წლის აგვისტოში ხელისუფლებაში დაბრუნდა.

ქალებისთვის სწავლის აკრძალვის გადაწყვეტილება გლობალურ აღშფოთებას იწვევს, მათ შორის მუსლიმურ სამყაროში.

თალიბანის ხელისუფლებამ აკრძალვა დააწესა მას მერე, რაც ქალი სტუდენტები დაადანაშაულა ჩაცმულობის მკაცრი წესებისა და უნივერსიტეტის შენობამდე მამაკაცი ნათესავის თანხლებით სიარულის მოთხოვნის დარღვევაში.